"ძალოვანთა დერბი" პატრულის გამარჯვებით დასრულდა
ყველა სიახლეახალი თბილისის ფრენბურთის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური მიმდინარეობს. შეხვედრებს ბრინჯაოსა და ოქროს ლიგის გუნდები მართავენ. დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა პატრულსა და არმიას შორის. „ძალოვანთა დერბი“ პატრულის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პატრულმა ანგარიში შეხვედრის პირველ ნახევარში რევაზ ინჯგიას გოლით გახსნა, 36-ე წუთზე თანაფარდობა ირაკლი ცომაიამ აღადგინა . სამი ქულა პატრულს შეხვედრის მე-40 წუთზე დავით თავაძის შედეგიანმა დარტყმამ მოუტანა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენატრებს:
გიგა ბერაია, არმია: „ ისეთ ძლიერ გუნდთან როგორიც პატრულია ღირსეულად ვიბრძოლეთ, თუმცა დავმარცხდით, წაგების მიზეზი ბოლო წუთზე კონცენტრაციის დაკარგვა იყო, რიგ მომენტებში გვქონდა ჩავარდნები რაც ანგარიშზეც აისახა.“
თეიმურაზ რაქვიაშვილი პატრული: „ არმია ძლიერი გუნდია ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, ყოველდღიურად ვარჯიშობენ ფორმაში არიან, შესაბამისად გაგვიჭირდა თამაში, ამ ყველაფერს დაემატა მოედნის საფარიც, თუმცა კლასის ხარჯზე მოვახერხეთ გამარჯვება.“
რაც შეეხება დღეს გამართულ სხვა შეხვედრებს, ბრინჯაოს ლიგაში ტერაბანკმა ვივუსი 5:1 დაამარცხა, ინსტამ დელუქს 2:1 მოუგო, ბილტმორმა კრედოს 4:1 სძლია. ოქროს ლიგის სასტარტო დაპირისპირება ნატახტარსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის ფრედ 1:1 დასრულდა.