ცენტრალური მატჩის წინ: ტატიშვილმა სომხეთის ჩემპიონი დაამარცხა!

ყველა სიახლე
15 თებერვალი 2018

ცენტრალური მატჩის წინ: ტატიშვილმა სომხეთის ჩემპიონი დაამარცხა!

19 თებერვალს  საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  IX  ტურის შეხვედრები გაიმართება.  ტურის ცენტრალურ შეხვედრაში  21:00 საათზე  ერთმანეთს  ტატიშვილი და  კოლხი  გუილრიფში  დაუპირისპირდებიან.   პრინციპულ  მატჩამდე  „მედიკოსებმა“  დღეს    ამხანაგური  შეხვედრა  გამართეს, მათი  მეტოქე   თბილისში  მყოფი  სომხეთის  მოქმედი  ჩემპიონი  კლუბი  „ლეო“  იყო, რომელიც  საქართველოს  დედაქალაქს  სპარინგ  მატჩების  გასამართად  ეწვია. შეხვედრა ტატიშვილის  გამარჯვებით  2:0  დსასრულდა. გოლები  მატჩის   მეორე  ნახევარში  გიორგი თოთლაძის  და  გიორგი  სილაგავას  ანგარიშზეა.  

შეხვედრის  დასრულების  შემდეგ  SBM.GE   გუნდების  წარმომადგენლებს  გაესაუბრა.

ვიაჩესლავ ვლადუშენკოვი, „ლეოს“  მთავარი  მწვრთნელი: „სასომხეთის   ეროვნულ ჩემპიონატში  ახლა  პაუზაა  რის  გამოც   გადავწყვიტეთ  სპარინგ მატჩების  გამართვა. ქართული  კლუბები  ნამდვილად  კარგი  არჩევანი  იყო,  რადგან  თქვენთან  ფუტსალს  ყურადღება  ექცევა და  პოპულარულ  სპორტის  სახეობად  ყალიბდება ,  მეტოქეებად  ზედა  ოთხეულში  მყოფი  კლუბები  შევარჩიეთ, რისთისაც  მინდა   მადლობა  გადავუხადო ქართველ  კოლეგებს. ჩვენი  პირველი  მეტოქე, კარგი  და  მოძრავი   გუნდია, მატჩი შედგა.  ამ  შეხვედრამ  დაგვანახა  ის  ნიუანსები  რაზეც  უნდა  ვიმუშაოთ,  გუნდი  ახალი  შეკრებილია   გვყვას რამდენიმე  ახალწვეული, ამას  დაემატა  ტრანსპორტირებაც,   გვქონდა  შეცდომები  დაცვაში ,  განსაკუთრებით  დასანანია  რომ  ვერ  მოვახერხეთ  გოლის  გატანა, თუმცა  მთლიანობაში  თამაშით  კმაყოფილი  ვარ. საინტერესო  იქნება  ჩვენი  მომდევნო  მეტოქე  აგორა, რომელიც  დღევანდელ  ოპონენტთან  შედარებით  განსხვავებულ  ფეხბურთს  თამაშობს.“

ალექსანდრე  ძაბირაძე,  ტატიშვილის  მთავარი მწვრთნელი:“ჩვენთვის  ეს  შეხვედრა  მნიშვნელოვანი  იყო,  ბევრი  ახალი  ფეხბურთელი  გვყავს და  ყველა  თამაში  ამხანაგური  იქნება  ეს  თუ   ოფიციალური  ჩვენი  გუნდისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია  გამოცდილების  თვალსაზრისით. სასიხარულოა  რომ კარგი  გუნდისგან  სომხეთი  მოქმედი  ჩემპიონისგან  მოგვივიდა  მოწვევა, მათ  გამოთქვეს  სურვილი  თამაშის  რასაც  სიხარულით  დავთანხმდით,  მე  კმაყოფილი  ვარ მატჩით,  მადლობა  მინდა  ჩემს  ბიჭებს  გადავუხადო, მათ  ყველაფერი  ჩადეს  დღევანდელ  თამაშში  და  ქართული  ფუტსალის  სახე  დაანახეს  მეტოქეს. შეხვედრის  პირველ ნახევარში  გაგვიჭირდა  თამაში, რადგან ფაქტიურად  ექვსი მოთამაშით  ვეთამაშეთ   12  კაციან  გუნდს, ტრამვების  გამო, თუმცა  მოგება  მაინც  მოვახერხეთ.   19 თებერვალს  ძალიან  მნიშვნელოვანი  მატჩი  გვაქვს    კოლხთან, იმედია  ბიჭები ძალებს  აღიდგენენ, ყველა  მწყობრში  იქნება და  ჩვენი  შესაძლებლობების  მაქსიმუმს   გავაკეთებთ.

სომხეთის  ჩემპიონი კიდევ ერთ  საკონტროლო შეხვედრას,  ხვალ 16 თებერვალს  „ აგორას“  წინააღმდეგ გამართავს. 

 



  © SBM, 2016-2024