ელიტა ბურჯი-ლიბერთი ბანკი 2:2. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2018

ელიტა ბურჯი-ლიბერთი ბანკი 2:2. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/18 წწ  სეზონის  მორიგი   სათამაშო  დღის  დასკვნითი  შეხვედრა  მიმდინარეობს .   ფრედ  2:2  დასრულდა  შეხვედრა  ლიბერთი  ბანკსა  და  ელიტა  ბურჯს   შორის .  ლიბერთი  ბანკის  რიგებიდან  დუბლით  ლაშა  გურგენიძე  გამოირჩა. ენერგო-პროსა და  თბილისის  მერიის  დაპირისპირებით  დასრულდა  ვერცხლის  ლიგის მეხუთე  ტური  და  დღევანდელი სათამაშო  დღე. 
 
Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის შემდგომ  კომენტარებს
 
ავთანდილ  სებისკვერაძე,  ელიტა  ბურჯი: „ რთული  თამაში  იყო,  მაგრამ მოგება  შეგვეძლო,  ჩვენ  გვეჭირა  ბურთი  უმეტესად.  ანგარიშზე  აისახა  ის  ფაქტიც  რომ  რამდენიმე  ფეხბურთელი  ტრავმების  გამო  გვაკლია, მომავალი  კვირიდან შემოგვიერთდებიან  და  აქტიურად  დავიწყებთ  ვარჯიშს,   ჩვენი  გუნდის  მიზანი   პლეი-ოფში  გასვლაა  და  ჩვენი  გუნდისთვის  ეს  ქულაც  მნიშვნელოვანი  იყო.  
 
ლაშა გურგენიძე,  ლიბერთი  ბანკი: „ გარდამავალი  უპირატესობით  მიმდინარეობდა  შეხვედრა,  მეტოქემ  პირველ  ნახევარში  ბურთის  კონტროლით  გვაჯობა,  და  ეს  შედეგზეც  აისახა და ანგარიში  2:0 გახდა.  შემდეგ  ჩვენ  ჩვენი  თამაში  ვიპოვეთ  და  გარდამტეხი ანგარიშით  2:1  გავედით  წინ,  მაგრამ  მეტოქემ  ბოლომდე  იბრძოლა  და  საბოლოოდ  გაგვითანაბრა.   დღეს  სამი  ქულაზე  ვთამაშობდით , თუმცა  საბოლოოდ  ისე  განვითარდა  მოვლენები, რომ  ერთ  ქულაზეც  თანახმა  ვიყავით .“ 
 
 


  © SBM, 2016-2024