FC PSP - FC UG 5:1.იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს, მეხუთე ტურის შეხვედრებს, ვერცხლისა და სუპერლიგის გუნდები მართავენ.
პსპ-სა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირება სანახაობრივი გამოდგა და პსპ-ს გამარჯვებით 5:1 დასრულდა. „ფარმაცევტთა“ რიგებიდან გამორჩეული ნიკა კოპლატაძე იყო, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: „ დაძაბული თამაში იყო საინტერესო, ბევრი გოლი გავიდა და მაყურებელი ალბათ კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. გვქონდა გარკვეული შეცდომები რომლებიც გამოსწორებადია, ვლიდერობთ სატურნირო ცხრილს ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით, რომ არ დავთმოთ შეხვედრები და თითოეული ქულისთვის ვიბრძოლოთ.“