მაუდი-თსუ 1:3.იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე11 თებერვალი 2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს, მეხუთე ტურის შეხვედრებს, ვერცხლისა და სუპერლიგის გუნდები მართავენ.
დაძაბული და საინტერესო გამოდგა დღის ცენტრალური შეხვედრა მაუდსა და თსუ-ჰიუნდაის შორის,რომელიც თსუ-ს გამარჯვებით 3:1 დასრულდა. შეხვედრის პირველივე წუთები „სტუდენტების" უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში მათ უპირატესობა გაზარდეს, თუმცა მაუდმა მალევე უპასუხა გოლით და სხვაობა შეამცირა. მაუდს დიდი შანსი ჰქონდა შეხვედრაში გარდატეხის შეტანის მაგრამ საფეხბურთო ფორტუნა მათ მხარეს არ აღმოჩნდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ლადო ასათიანი, მაუდი: „პირველი ნახევარი ასეთუისე გვაჯობეს, ძალიან კარგი ახალგაზრდული გუნდია. არაზუსტად შესრულებული პენალტის გატანის შემთხვევაში შეგვეძლო სხვაგვარად წაგვემართა თამაში, თუმცა არ გამოვიდა და მოხდა ის რომ 6/5 გადავედით და გაგვიტანეს მესამე გოლი. მეტოქემ ყველა ორთაბრძოლა მოგვიგო და ყველა სივრცეში დაგვჩაგრა და ეს იყო ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი."
თეიმურაზ ჯაფარიძე, თსუ: „მოწინააღმდეგეს მე არ ვიცნობდი, რადგან დღეს დებიუტი მქონდა თსუ-ჰიუნდაიში, ვიცოდი რომ კარგი გუნდი იყო, თუმცა მსგავს ბრძოლას არ ველოდი, ახალგაზრდა ბიჭები გვყავს , სწრაფი და მოძრავი გუნდი ვართ, უპირატესობა გვქონდა, მეტოქის მიერ ანგარიშის შემცირების მიუხედავად დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიგებდით, მიხარია რომ ჩემი დებიუტი გუნდში წარმატებული გამოდგა. იმედი მაქვს წარმატებულად მივალთ ფინალამდე და ფინალშიც გამარჯვებას ვიზეიმებთ.“