ავერსი-SSPS 4:2. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2018

ავერსი-SSPS 4:2. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/18 წწ  სეზონის  მორიგი   სათამაშო  დღე  მიმდინარეობს,   მეხუთე  ტურის  შეხვედრებს,   ვერცხლისა და   სუპერლიგის  გუნდები  მართავენ. 
 დაძაბული  და  საინტერესო  გამოდგა  მატჩი  ავერსსა  და  SSPS- ს შორის,  რომელიც  ავერსის  გამარჯვებით  4:2  დასრულდა.  ავერსისის  რიგებიდან  ჰეთრიკი  და დავით  გოთალენდიამ   გაიფორმა. 
 
Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს
 
დავით  იობიძე, სსპს: „პირველ რიგში  მადლობა  მინდა  მოვუხადო  ჩემს  გუნდს და  მოწინააღმდეგე  გუნდს  რადგან  ძალიან  დაძაბული და  სახაობრივი  მატჩი  შედგა.  მცველების  მიერ  დაშვებული  შეცდომები  გამოვიყენეთ, თუმცა  სამწუხაროდ  მოსაგებად  საკმარისი  არ აღმოჩნდა ორი  გატანილი  გოლი.  მეტოქე  გუნდმა  ითამაშა  გაცილებით  უფრო  მობილიზებულად, ჩვენი  გუნდის  მარცხის  მიზეზი კი კონცენტრაციის  დაკარგვა  იყო.“
 
 დავით  გოთალენდია,  ავერსი: „საინტერესო  თამაში  გამოვიდა,  ვფლობდით  უპირატესობას, ერთი გაშვებული  გოლის  შემდეგ კი  პანიკა  შეიქმნა,  თუმცა მწვრთნელმა  გაგვამხნევა  და  მოვახერხეთ,  მატჩის  მოგება.   ჩვენი  გუნდი  უფრო თვითდაჯერებული გამოვიდა სათამაშოდ და ფორტუნაც  ჩვენს  მხარეს  აღმოჩნდა.“  
 სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა მაუდსა და თსუ-ჰიუნდაის შორის  16:30 გაიმართება.
 


  © SBM, 2016-2024