კოლხი მოგებების სერიას განაგრძობს

ყველა სიახლე
09 თებერვალი 2018

კოლხი მოგებების სერიას განაგრძობს

ფუტსალის  ლიგის  VIII  ტური,  რომელმაც  სტარტი ქუთაისში  აიღო თბილისში დღეს გაგრძელდა.  ოლიმპიურ  სასახლეში  კოლხი,  აფხაზეთს დაუპირისპირდა  და შეხვედრა ანგარიშის დიდი  სხვაობით  10:2  მოიგო. კოლხის  რიგებიდან   პოკერი  ამირან  ცხომარიამ  გაიფორმა .

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ამირან ცხომარია,კოლხი: „მიუხედავად  ანგარიშისა  ეს  მარტივი თამაში  არ  ყოფილა,  პირველი პერიოდი  იყო  რთული, თუმცა როდესაც შესვენებაზე  გასახდელში შევედით  მივიღეთ  მწვრთნელისგან  შესაბამისი  დავალებები და  ვფიქრობ მეორე  ნახევარში  შევასრულეთ  კიდეც  ამოცანა.  ვემზადებით   შემდეგი თამაშებისთვის  ჩვენი  მთავარი  მიზანი  ამ  პერიოდისთვის  პლეი-ოფში  თამაშია.“

VIII ტური  10  თებერვალს  თბილისი ტატიშვილის  დაპირისპირებით  დასრულდება.  



  © SBM, 2016-2024