მეორე წრე ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო
ყველა სიახლე06 თებერვალი 2018
ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის VIII ტურმა, სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში „მართვესა“ და „თელასის“ დაპირისპირებით აიღო. მატჩი პირველივე წუთიდან სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მოქმედი ჩემპიონის თელასის გამარჯვებით 8:4 დასრულდა.
„თელასის“ რიგებიდან ორ-ორი გატანილი ბურთით ავთანდილ ასათიანი და ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩნენ, ხოლო ქუთაისის "მართვედან” დუბლი თამაზ გოგსაძემ გაიფორმა.
ფუტსალის ლიგის მიმდინარე ტურის მორიგი შეხვედრები 9 თებერვალს გაგრძელდება, 19:00 "კოლხი" "აფხაზეთს" შეხვდება, ტურის ცენტრალური მატჩი კი 21:00 ბსუ-სა და აგორას შორის გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალი უზრუნველყოფს. VIII ტური კი 10 თებერვალს 21:00 ტატიშვილისა და და თბილისის დაპირისპირებით დასრულდება.