პირველად ზესტაფონში და ფავორიტების ჯახი თბილისში

ყველა სიახლე
18 ნოემბერი 2016

პირველად ზესტაფონში და ფავორიტების ჯახი თბილისში

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის მესამე ტურის შეხვედრები, ორ სათამაშო დღეზე გადანაწილდება. პირველად ლიგის ისტორიაში თამაშებს რეგიონი უმასპინძლებს - 19 ნოემბერს, ზესტაფონის სპორტის სასახლე, სუპერლიგა B-ს მესამე ტურის შეხვედრებს მიიღებს, 20 ნოემბერს კი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგა A-ს მესამე ტურის დაპირისპირებები გაიმართება.

გადატვირთული სათამაშო უქმეები, სტარტს 19 ნოემბერს ზესტაფონში აიღებს - 14:00 სთ-ზე სუპერლიგა B-ს მესამე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდები დაუპირისპირდებიან. ფავორიტის და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ეწვევა იმერეთს თელავის მინი ფეხბურთის კლუბი, რომლის მეტოქეც უნიკრედიტის გუნდი იქნება. 16:00 სთ-ზე დაიწყება ადგილობრივი ფეროსა და სპორტული კლუბ ჯვაროსნების მეორე გუნდის დაპირისპირება. საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი ვივუსისა და ფანდაი ენტერტაიმენტის გუნდებს შორის. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება. ზესტაფონური სათამაშო დღე 18:00 სთ-ზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ევროკრედიტის გუნდების შეხვედრით დასრულდება.

19.11.2016. ქ. ზესტაფონი. სუპერლიგა B. III ტური

14:00 FC UG - ეთა

15:00 სკ თელავი - Unicredit.ge

16:00 სკ ფერო (ზესტ) - სკ ჯვაროსნები 2

17:00 Vivus.ge – Funday ENT.

18:00 კსუ/CIU - სკ ევროკრედიტი

20 ნოემბერს, ლიგის თამაშები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გადმოინაცვლებს. თბილისური სათამაშო დღე 11:00 სთ-ზე, ვერცხლის ლიგის მესამე ტურით დაიწყება. პირველები პარკეტზე დომინო’ს პიცისა და შემოსავლების სამსახურის გუნდები გავლენ. მომდევნო შეხვედრაში, გათამაშების ლიდერი ევროპაბეთი საქრუსენერგოს დაუპირისპირდება. პირველი ქულებისთვის მოუწევს ბრძოლა ბანკ რესპუბლიკის გუნდს, რომელსაც მეტოქედ სააქციო საზოგადოება „მინა“-ს გუნდი ეყოლება. საინტერესო დაპირისპირებაა ელის კიდევ ერთ ფავორიტის, ბაქსვუდი და ავერსს ეთამაშება. 15:00 სთ-ზე დაიწყება თეთრი ქუდისა და კუბიკის დაპირისპირებაც. 18:00 სთ-ზე ლიბერთი ბანკი ელიტა ბურჯს ეთამაშება. ვერცხლის ლიგის ტური საქართველოს ბანკისა და აჭარა ჯგუფის შეხვედრით დასრულდება.

20.11.2016. ქ. თბილისი. ვერცხლის ლიგა. III ტური

11:00 დომინო’ს პიცა - RS

12:00 ევროპაბეთი - საქრუსენერგო

13:00 მინა - ბანკი რესპუბლიკა

14:00 ბაქსვუდი - ავერსი

15:00 თეთრი ქუდი - კუბიკი

18:00  ლიბერთი ბანკი - ელიტა ბურჯი

19:00 საქართველოს ბანკი - აჭარა ჯგუფი

 

კვირასვე გამართავენ მესამე ტურის შეხვედრებს სუპერლიგა A-ს გუნდებიც. ტური 16:00 სთ-ზე იუსტიციის სამინისტროს პრევენციის ცენტრის და ჯვაროსნების შეხვედრით დაიწყება. 17:00 სთ-ზე ტელე-კომპანია იმედის გუნდი „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას“ დაუპირისპირდება. 20:00 სთ-ზე კი მთლიანად ტურის და ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი მთავარი ფავორიტი და სატურნირო ცხრილის ლიდერი, პსპ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები დაუპირისპირდებიან. ტური მფკ ნატახტარისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის შეხვედრით დასრულდება.

20.11.2016. ქ. თბილისი. სუპერლიგა A. III ტური

16:00 CFCP – სკ ჯვაროსნები

17:00 ტვ იმედი - GM ჭიათურა

20:00 FC PSP - სფფ

21:00 სდსს - მფკ ნატახტარი

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024