ნაბეღლავის სენსაციური გამარჯვება ევროპაბეთთან

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2018

ნაბეღლავის სენსაციური გამარჯვება ევროპაბეთთან

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/ 18 წწ სეზონის  მორიგი სათამაშო დღე  მიმდინარეობს,  IV ტურის  შეხვედრებს  ბრინჯაოსა და  ოქროს  ლიგის  გუნდები  მართავენ.

ბრინჯაოს  ლიგის IV ტურის  შეხვედრაში  ნაბეღლავმა გათამაშების  ლიდერ  ევროპაბეთთან  სენსაციური შედეგი  დააფიქსირა და  მეტოქეს  5:3  აჯობა. ნაბეღლავს  დღემდე არცერთი  შეხვედრა  არ  ქონდა  მოგებული.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ირაკლი კიკვიძე,  ნაბეღლავი: „პირველ  რიგში  დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადე  ჩემს  ბიჭებს   კარგი თამაშისთვის,  როგორც  იქნა  ნავსი  გავტეხეთ  ფავორიტ გუნდთან  გამარჯვებით, ეს  მოგება  პირველი  წარმატებული  სვლა  იყო  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგაში. ალბათ  მეტოქემ  სათანადოდ  ვერ  შეაფასა  ჩვენი  ძალა.  ჩვენც  უკვე  ნელ-ნელა  დავიხვეწეთ,   ჩამოვყალიბდით   და  კიდევ  ბევრ  სიურპრიზს  შევთავაზებთ  გულშემატკივარს.  როგორც  გუნდის  კაპიტანმა  ბიჭებს  დამატებითი  მოტივაცია  გავუჩინე, როდესაც  სატურნირო  ცხრილის  სამეულის  გუნდს  ეთამაშები   ეს  საჭიროა, ფაქტი სახეზეა  თამაში  2:0-დან შემოვატრიალეთ   და  მოვიგეთ  როგორც  იქნა.“



  © SBM, 2016-2024