ბაქსვუდმა მოგებების სერია შეწყვიტა

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2018

ბაქსვუდმა მოგებების სერია შეწყვიტა

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/ 18 წწ სეზონის  მორიგი სათამაშო დღე  მიმდინარეობს,  IV ტურის  შეხვედრებს  ბრინჯაოსა და  ოქროს  ლიგის  გუნდები  მართავენ.

ოქროს  ლიგის  მეოთხე  ტურის   მატჩში ბაქსვუდი   თბილისის  სატრანსპორტო  კომპანიასთან  ორ  ბურთიანი  ანგარიშის  სხვაობით  3:1 დამარცხდა. შეხვედრას  ინტრიგა  ბოლო წუთებამდე   ქონდა ,  თუმცა   მეორმოცე  წუთზე  TTC-ს ფეხბურთელის კოტე  ოდიკაძის  მიერ  გატანილმა  გოლმა  შეხვედრის  ბედი  გადაწყვიტა.

ოქროს  ლიგის  სატურნირო  ცხრილს  ამ  პერიოდისთვის 10-10 ქულით  პსპ და  პატრული  ლიდერობენ   ბაქსვუდს  კი  9 ქულა  აქვს და  ცხრილის  მესამე  პოზიციაზე  იმყოფება. 

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

გიორგი ახლანძე, ბაქსვუდი: „პირველ  რიგში  მივულოცავ  მოწინააღმდეგეს,  ღირსეულად გაიმარჯვეს. ჩვენ  მაქსიმალურად  შევეცადეთ გვეთამაშა ღირსეული ფეხბურთი, გვაქვს  გუნდში  ტრავმები, კარგი  იქნებოდა  რომ  მოგვეგო  რადგან სატურნირო  ცხრილში  გავიმყარებდით  პირველ ადგილს, თუმცა  მოვემზადებით  შემდეგი თამაშისთვის  და  შევეცდებით   დასახული ამოცანა შევასრულოთ.“

კოტე  ოდიკაძე, TTC : „ გახარებული  ვარ,  უმნიშვნელოვანესი  გოლი გავიტანე  ძალიან  ძლიერ  გუნდთან,  ჩვენთვის  რთული თამაში  იყო, რადგან  ნელ-ნელა  შევდივართ  ფორმაში.  ჩვენი  გუნდის  მთავარი  პრობლემა  დღევანდელ შეხვედრაში  მომენტების  გამოუყენებლობა  იყო. წარმატებებს  ვუსურვებ მოწინააღმდეგეს და  მივულოცავ ჩემს  ბიჭებს  მოგებას.“  


 



  © SBM, 2016-2024