კროკობეთი-ინსტა 4:2.იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2018

კროკობეთი-ინსტა 4:2.იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/ 18 წწ სეზონის  მორიგი სათამაშო დღე  მიმდინარეობს,  IV ტურის  შეხვედრებს  ბრინჯაოსა და  ოქროს  ლიგის  გუნდები  მართავენ.

დაძაბული და  სანახაობრივი გამოდგა ბრინჯაოს  ლიგის  შეხვედრა  კროკობეთსა და  ინსტას  შორის,  სადაც  კროკობეთმა  მეტოქეს  4:2 აჯობა. ტურის  დასრულებამდე  ორი  მატჩით  ადრე  კროკომ  სატურნირო  ცხრილის  სამეულში ადგილი  გაინაღდა.  ცხრილს  კი ამ დროისთვის  მაკგილი  ლიდერობს. 

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ნიკა  პაქსაშვილი, კროკობეთი: “დაძაბული თამაში  იყო,  თანაც  დანაკლისი  გვქონდა,  ძირითადი  შემადგენლობის  ორი მოთამაშე  გვაკლდა. პირველი ტაიმი  სუსტად  დავიწყეთ, ვერ შევაფასეთ  სწორად  მეტოქე, რის  გამოც დავისაჯეთ ორი გოლით. მეორე ტაიმში  ყველაფერი  დავალაგეთ და  მოვახერხეთ  გამარჯვება.“

ირაკლი წულაძე, ინსტა: „რთული მატჩი  იყო. თამაშით  გვაჯობეს,  ბევრი შეცდომა გვქონდა, ჩვენი  გუნდის მთავარი  მინუსი  ალბათ  არაკომბინირებულად  თამაში  იყო, დაცვაში  პრობლემების  გამო კი ორი  გოლი გაგვივიდა, რამაც  თამაშის ბედიც  გადაწყვიტა, მივულოცავ მოწინააღმდეგეს მოგებას.“

 



  © SBM, 2016-2024