დღის მთავარი მატჩი "ძალოვნების" გამარჯვებით დასრულდა
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/ 18 წწ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს, IV ტურის შეხვედრებს ბრინჯაოსა და ოქროს ლიგის გუნდები მართავენ. დღის ცენტრალურ შეხვედრაში საქართველოს ფოსტა პატრულს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი პატრულის გამარჯვებით 4:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ჭანტურიამ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
შოთა ფარულავა, საქართველოს ფოსტა: „ ჩვენი გუნდის მარცხი ფიზიკურმა მოუმზადებლობამ განაპირობა, გადაადგილება გვიჭირდა, ბევრი სხვა წუნიც გვქონდა . პატრულის მზაობა კი გამოჩნდა დღევანდელ შეხვედრაში, გარდამტეხი მომენტი ამ შეხვედრაში იყო პირველი გოლი , ხელით თამაში იყო ჩემი აზრით, რომელიც მსაჯმა ვერ დაინახა. უბრალოდ სწრაფი გოლით დავისაჯეთ, მივულოცავ მოწინააღმდეგეს.“
ირაკლი ქარჩავა, პატრული:“ მატჩი იყო დაძაბული , ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია საქართველოს ფოსტამ, მეტოქე ფიზიკურ ორთაბრძოლაში დავჯაბნეთ და ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება, იყო გუნდისთვის სახიფათო მომენტი, როდესაც მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ჯარიმებით დავიტვირთეთ, მეტოქემ პენალტიც ვერ გამოიყენა. შეიძლება ითქვას, რომ ფორტუნა ჩვენს მხარეს აღმოჩნდა.