McGill-კრედო ბანკი 3:2.იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/ 18 წწ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმიდნარეობს, IV ტურის შეხვედრებს ბრინჯაოსა და ოქროს ლიგის გუნდები მართავენ.
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა მაკ გილსა და კრედო ბანკს შორის, რომელიც მაკ გილის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში კრედო ლიდერობდა, თუმცა მოწინააღმდეგემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შემდეგ კი 3 ქულის მოპოვება შეძლო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ლაშა მდივანი, მაკ გილი: „ მატჩის პირველი ნახევარი არადამაჯერებლად დავიწყეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში რის გამოც დავისაჯეთ და ორი ბურთი გავუშვით, თუმცა საბოლოოდ მოვახერხეთ თამაშში გარდატეხის შეტანა და გამარჯვება. მოგების მიუხედავად გვქონდა ბევრი პრობლემა, ყველაზე მთავარი პრობლემა კი ყურადღების კონცენტრაცია იყო.“
გიორგი იოსავა, კრედო: „ჩვენი გუნდისთვის ურთულესი თამაში იყო, პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ტაიმში 12 ფეხბურთელს ვერ ვაჯობეთ 5 კაციანი დანაკარგით და ფიზიკურად დავიღალეთ. წითელი ბარათი, რომელიც ჩვენი გუნდის ფეხბურთელს უჩვენეს ცოტა საკამათოა, მაგრამ მსაჯებზე საუბარი არ მინდა, ალბათ ეკუთვნოდა. ჩვენი მარცხის ერთადერთი მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ მოკლე სათადარიგოთა სკამი და სამი წამყვანი მოთამაშის დანაკლისი იყო.“
ტურის სხვა შეხვედრებში ტერაბანკმა M2-ს 7:5 აჯობა, დელუქსმა კი ხალიკ ბანკი 3:1 დაამარცხა. დღის ცენტრალური შეხვედრა 16:30 ფოსტა - პატრულს შორის გაიმართება.