ფუტსალის ლიგის პირველი წრე უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2018

ფუტსალის ლიგის პირველი წრე უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა

ფუტსალის  ლიგის  მეშვიდე ტური  ბსუ-სა და  კოლხის დაპირისპირებით დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში  კოლხმა  „შავიზღვისპირელები“  ანგარიშის  დიდი  სხვაობით 11:3 დაამარცხა. გამარჯვებულთა  რიგებში  ჰეთ-რიკით  ომითი გამოირჩა, ხოლო ორ-ორი  გოლი  ჰოსეინზადესა და  ჭოხონელიძის  ანგარიშზეა.

მეშვიდე  ტურით, ფუტსალის ლიგის პირველი  წრე  დასრულდა. სატურნირო  ცხრილს  16 ქულით „აგორა“ ლიდერობს.  15-15 ქულით  მეორე  და  მესამე  ადგილებს  „თელასი“  და  „ტატიშვილი“ იყოფენ,  ხოლო   მეოთხე  პოზიციას 14  ქულით  „კოლხი“  იკავებს.

ფუტსალის  ლიგის  მეორე  წრე   ქუთაისში  6 თებერვალს მართვესა და  თელასის  დაპირისპირებით  დაიწყება, მატჩი   ქუთაისის  სპორტის  სასახლეში  13:30 გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024