"მედიკოსებმა" აფხაზეთთან ლოგიკური გამარჯვება მოიპოვეს
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის VII ტური, რომელმაც სტარტი ქუთაისში აიღო, თბილისში გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში "აფხაზეთი" "ტატიშვილს" დაუპირისპირდა და მიუხედავად საკადრო პრობლემებისა შეხვედრა ანგარიშის დიდი სხვაობით 10:2 მოიგო. გამარჯვებულ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო თემურ ექიზაშვილი და თორნიკე ბუკია ვერ დაეხმარა, ასევე ტრავმირებულია გუნდის ლიდერი ვახტანგ ჯვარაშვილი.
ტატიშვილის რიგებიდან ჰეთრიკი ვახტანგ კეკელიამ გაიფორმა, დუბლი კი საკუთარ აქტივში გიორგი სილაგავამ და გიორგი თოთლაძემ ჩაიწერეს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
მალხაზ მურცხვალაძე, ტატიშვილი: „წინა თამაშისგან განსხვავებით დღევანდელ თამაშში შევეცადეთ ნაკლები შეცდომები დაგვეშვა და ასეც მოხდა. გუნდში არსებობს საკადრო პრობლემები ექვსმა მოთამაშემ ვითამაშეთ, თუმცა ამის მიუხედავად გამარჯვება მოვახერხეთ, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩვენ უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და ძალიან გაგვიჭირდება.“