აგორამ წარმატებული სერია ქუთაისში განაგრძო

ყველა სიახლე
30 იანვარი 2018

აგორამ წარმატებული სერია ქუთაისში განაგრძო

ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის VII ტურმა, სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში „მართვესა“ და „აგორას“ დაპირისპირებით აიღო. მატჩი პირველივე წუთიდან  სტუმართა უპირატესობით წარიმართა,  შეხვედრის დაწყებიდან მეთხუთმეტე წამზე გიგა დანელიას სწრაფი გოლის საშუალებით მასპინძლები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა და იმერული კლუბი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან 1:7 დამარცხდა.

„აგორას“ რიგებიდან გამორჩეული გიგა დანელია იყო, რომელმაც პოკერი გაიფორმა. ქუთაისის "მართვეს" მიერ გატანილი ერთადერთი გოლი კი  თამაზ გორგოძის ანგარიშზეა.

ფუტსალის ლიგის მიმდინარე ტურის მორიგი შეხვედრები 2 თებერვალს გაგრძელდება, 19:00  "ტატიშვილი" "აფხაზეთს" შეხვდება, ტურის ცენტრალური მატჩი კი 21:00  სტუ-თელასსა და თბილისს შორის გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალი უზრუნველყოფს. VII  ტური კი 3 თებერვალს 21:00  ბსუ-სა და კოლხის დაპირისპირებით დასრულდება. 



  © SBM, 2016-2024