ეთა-საქართველოს ბანკი 2:4. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე28 იანვარი 2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის მეოთხე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა ეთასა და საქართველოს ბანკს შორის, მატჩი „ბანკირების“ გამარჯვებით 4:2 დასრულდა. საქართველოს ბანკი, მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ ტაბლოზე სასაურველი ანგარიშის დაფიქსირება შეძლო. ეთას რიგებიდან დუბლი ნადიმ კახაძემ გაიფორმა, ხოლო საქართველოს ბანკიდან ორ-ორი გატანილი გოლით თავი გუნდის კაპიტანმა გიორგი ცაგარეიშვილმა და გიორგი ნიკოლაიშვილმა გამოიჩინეს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ლერი უშხვანი, ეთა: „ მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას, საკმაოდ კარგი თამაში იყო. დღევანდელ შეხვედრაში ფორტუნა მოწინააღმდეგის მხარეს იყო.გუნდში პრობლემებია, ბევრი სამუშაო გვაქვს საკუთარ თავზე, მატჩის დასაწყისში მობილიზება ვერ მოვახერხეთ და ამან გამოიწვია არეულობა და საბოლოოდ მარცხამდე მიგვიყვანა.“
გიორგი ცაგარეიშვილი,საქართველოს ბანკი: „სასიამოვნოა რომ საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ, გვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, რაც დაეტყო გუნდს, აქტიურად ვვარჯიშობთ, ვეცდებით შეცდომების გამოსწორებას. ერთ კვირაში ტრამვირებული მოთამაშეებიც შემოგვიერთდებიან, ჩვენი გუნდი ყოველთვის აჩვენებს პრესინგს და შემტევ თამაშს. დღევანდელი შეხვედრა კი ჩემი აზრით მეტი მონდომების ხარჯზე მოვიგეთ.“