თსუ-ჰიუნდაიმ და ნატახტარმა ქულები გაიყვეს

ყველა სიახლე
28 იანვარი 2018

თსუ-ჰიუნდაიმ და ნატახტარმა ქულები გაიყვეს
სუპერლიგის  მეოთხე  ტურის  შეხვედრაში  თსუ-ჰიუნდაი  ნატახტარს დაუზავდა. დაძაბული და  სანახაობრივი მატჩი   2:2 დასრულდა.   მატჩის  პირველ ნახევარში   მაყურებელმა გატანილი გოლები ვერ  იხილა.  შეხვედრის  მეორე ტაიმში  კი  ნატახტარმა  უპირატესობის მოპოვება და  ორი გოლის  გატანა  შეძლო,  რასაც  „სტუდენტებმა“ აქტიური  შეტევით უპასუხეს  და  ჯერ  ანგარიშის სხვაობის  შემცირება  შემდეგ  კი გათანაბრება შეძლეს. თსუ-ჰიუნდაის რიგებიდან   დუბლით  დავით  თარხნიშვილი გამოირჩა, რომელსაც  ორივე  შემთხვევაში  საგოლე  გადაცემით  სანდრო  რეხვიაშვილი  დაეხმარა.
 
Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს
 
 გიორგი სეფერთელაძე, ნატახტარი: „ძალიან  კარგი  თამაში  იყო,   ჩვენი  მთავარი  პრობლემა  დღევანდელ  შეხვედრაში   ფიზიკური  მომზადებაა.  მეტოქე  ახალგაზრდა  მოთამაშეებით  დაკომპლექტებული  გუნდია, ახალგაზრდები არიან,  მოტივირებულები არიან  და  წარმატებას  ვუსურვებ.“
დავით თარხნიშვილი, თსუ-ჰიუნდაი: “ძლიერი  მეტოქე  აღმოჩნდა  ჩვენთვის  ნატახტარი. შეხვედრის  პირველივე  წუთებიდან  მათ  უპირატესობა  გვაგრძნობინეს, თუმცა  ჩვენ  ყველაფერი გავაკეთეთ  შეხვედრის  გადასარჩენად და  შევძელით  თამაშის  მობრუნება.“
 


  © SBM, 2016-2024