ზურაბ ხიზანიშვილის დებიუტი სფფ-თვის წარუმატებელი აღმოჩნდა
ყველა სიახლე28 იანვარი 2018
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის პირველი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვეედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და პსპ-ს შორის, „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გამარჯვებით პსპ-მ სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. სფფ-ს რიგებიდან ჰეთრიკი ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიფორმა, მისი ასისტენტი კი საგოლე პასებით კახა კალაძე იყო. გამარჯვებულ გუნდში დუბლით თავი გური გოგიჩაიშვილმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ სფფ-ს რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ზურა ხიზანიშვილი, სფფ: „დაძაბული თამაში იყო, პსპ ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა რომ წავაგეთ ყველაფერი წინ არის. მომდევნო თამაშებში მეტ ყურადღებას გავამახვილებთ როგორც შეტევაზე ასევე დაცვაზე. ფაქტია რომ პრობლემებია და საჭიროა მათი გამოსწორება. მეტოქემ ღირსეულად გაიმარჯვა და ვულოცავ. დღეს პირველი შეხვედრა ჩავატარე, ფედერაციის სახელით გამოვდივარ, ჩემთვის აი ეს მაისური, უცხო არ არის, ძალიან ბევრი მატჩი ჩამიტარებია ნაკრების ფორმით. ვფიქრობ რომ ეს ტურნირი არის ძალიან მაგარი და სამომავლოდ მე ეს ძალიან გამომადგება, რადგან ვეტერანი სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაში ყოფნა.“
ლევან სარდანაშვილი, პსპ: „გამარჯვება სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან პირველი ადგილი განვიმტკიცეთ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი ეს ყველაფერი სწორედ სფფ-სთან და კერძოდ ძალიან დიდ ფეხბურთელებთან გამარჯვებით გავინაღდეთ. ძალიან დაძაბული გამოვიდა თამაში და საინტერესო, ბევრი ხარვეზი გვქონდა, ზოგადად რთულია ასეთ გუნდთან უშეცდომოთ ითამაშო. შევეცდებით რომ ლიდერობა შევინარჩუნოთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ სხვა შეხვედრებში.“
ცენტრალური მატჩის დროს დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, სადაც მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ნატახტარის მოთამაშე გიორგი ყაზარაშვილი „სნეპ ფიტნესმა“ ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტით დააჯილდოვა.