ავერსი ვერცხლის ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა
ყველა სიახლე28 იანვარი 2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წწ სეზონი, მეოთხე ტურის შეხვედრებით განახლდა. ზამთრის შესვენების შემდეგ ერთმანეთს ვერცხლისა და სუპერლიგის გუნდები უპირისპირდებიან. ამ პერიოდისთვის ვერცხლის ლიგის ოთხი შეხვედრა ჩატარდა, ჯეოჰოლდინგმა ენერგო პრო 4:3 დაამარცხა. თბილისის მერიამ კი ელიტა ბურჯს 3:2 აჯობა. ვერცხლის ლიგის ორ ფავორიტ წყვილში ყველაფერი მარტივად გადაწყდა, RS-მა SSPS-ს ანგარიშის დიდი სხვაობით 9:3 მოუგო, ხოლო ავერსმა ლიბერთი ბანკი 6:0 გაანადგურა.
Sbm.ge მატჩის შემდეგ კომენტარს გთავაზობთ
ნიკა გვაზავა, ავერსი:“ ძალიან კარგი თამაში იყო, უბრალოდ დღეს ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა, რადგან გაცილებით უფრო მობილიზებულები ვიყავით. მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგე გუნდს. ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მინუსი ამ შეხვედრაში გუნდურობა იყო, მეტი შეკრულობა გვჭირდება და ერთმანეთის კიდევ უფრო გამხნევება. რაც შეეხება სატურნირო ცხრილში გალიდერებას და შემდეგ თამაშებს მობილიზებულები ვართ , ბევრს ვარჯიშობთ და იმედია დაგვიფასდება.“
დღის ცენტრალური შეხვედრა 16:30 წუთზე სფფ-სა და პსპ-ს შორის გაიმართება.