ბსუ-ს სენსაციური გამარჯვება ტატიშვილთან

ყველა სიახლე
26 იანვარი 2018

ბსუ-ს სენსაციური გამარჯვება ტატიშვილთან
ფუტსალის  ლიგის   2017/2018  წლების  სეზონის მეექვსე ტური  მიმდინარეობს  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ტურის  მორიგ შეხვედრაში  ერთმანეთს  ტატიშვილი და  ბსუ-ბათუმი  დაუპირისპირდა.  შეხვედრა  დაძაბული  და  საინტერესო  გამოდგა,  საბოლოოდ  შეიძლება  ითქვას,  რომ   მატჩი სენსაციური  შედეგით    ბსუს გამარჯვებით 7:5 დასრულდა. ტურის  სხვა  შეხვედრებში  თბილისმა აფხაზეთს  7:5  აჯობა. კოლხმა  მართვე კი  12:2 დაამარცხა. 
sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს
 გოჩა გაბუნია,  ბსუ-ს მოთამაშე: „ბიჭებმა  ძალიან  კარგი თამაში  აჩვენეს, პირველ  ტაიმში  ცოტა  აგრესიული  სტილი ავირჩიეთ  და  ამან  მოგვცა  საშუალება  რომ  წინ  გავსულიყავით,  მეორე  ტაიმში  კი  ბევრი  ტექნიკური  წუნი გვქონდა  და  ბევრი  შეცდომა  დავუშვით, მინდა  ავღნიშნო რომ  ჩვენი  გამარჯვების  ერთ-ერთი  მთავარი  შემოქმედი  ჩვენი   მნწვრთნელია  რომლის  ტაქტიკური  მონახაზების  დამსახურებით  მოვახერხეთ  მოგება.“
 


  © SBM, 2016-2024