თბილისი-აფხაზეთი 7:5. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
26 იანვარი 2018

თბილისი-აფხაზეთი 7:5. მატჩის შემდგომი კომენტარები
ფუტსალის  ლიგის   2017/2018  წლების  სეზონის მეექვსე ტური  მიმდინარეობს  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ტურის  მორიგ შეხვედრაში  ერთმანეთს  თბილისი და  აფხაზეთი დაუპირისპირდა,  მატჩი  თბილისის   გამარჯვებით 7:5  დასრულდა.  თბილისი  მეტოქეზე მთელი თამაშის  განმავლობაში  დომინირებდა რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ტურის  პირველი  შეხვედრა   ლიგის  დებიუტანტებს   კოლხსა და   მართვეს  შორის  შედგა, კოლხმა  მეტოქე  ანგარიშის  დიდი  სხვაობით  12:2 დაამარცხა.   ტურის ცენტრალურ  მატჩში  საქართველოს  მოქმედი  ჩემპიონი  თელასი,  აგორას დაუპირისპირდება.  აღნიშნულ შეხვედრას  გულშემატკივარი  SILK HD-ს პირდაპირ  ეთერში  იხილავს.
sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს 
გიორგი კვანტალიანი, თბილისის  მოთამაშე: „პირველ რიგში  მივულოცავ  ბიჭებს,  ყველაფერი გავაკეთეთ  გამარჯვებისთვის, დასვენება  იყო, ნელ-ნელა  ფორმაში  შევდივართ, იმედი მაქვს  რომ მომდევნო თამაშებში  უკეთეს  შედეგს  დავაფიქსირებთ.  რაც შეეხება  ჩვენი  თამაშის  უარყოფით  მხარეს, ფიზიკური   თვალსაზრისით  სირბილი  გვიჭირდა, რაც  შეეხება  ფსიქოლოგიურ   მხარეს,  მეტოქეზე  2-3  ბურთით ყოველთვის  წინ  ვიყავით  და მოდუნების  საშუალებას   ვაძლევდით  საკუთარ   თავს,  რაც  რა თქმა  უნდა  ცუდი  იყო   ჩვენი გუნდისთვის.  ვეცდებით  შემდეგ  თამაშებში  თავი  უკეთესად  წარმოვაჩინოთ   ჩვენი  მიზანი   პლეიოფში  მოხვედრაა."    
 


  © SBM, 2016-2024