ბრინჯაოს ლიგის ლიდერების დაპირისპირება ევროპაბეთის გამარჯვებით დასრულდა

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2017

ბრინჯაოს ლიგის ლიდერების დაპირისპირება ევროპაბეთის გამარჯვებით დასრულდა

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  2017/18 წწ.  სეზონის   მესამე  ტურის  მატჩები მიმდინარეობს.   ბრინჯაოს  ლიგის   შეხვედრაში  კრედომ  ევროპაბეთს  3:2  აჯობა  და  მნიშვნელოვანი გამარჯვება  მოიპოვა. დაძაბული და  სანახაობრივი  მატჩი   გარდამავალი  უპირატესობით  მიმიდნარეობდა, თუმცა  ევროპაბეთის  მოთამაშემ   თორნიკე  ქორჩილავამ    მატჩის  ბოლო წუთებზე  გამარჯვების  მომტანი  გოლის   გატანა  შეძლო.   

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

რატი იმერლიშვილი, კრედო: „ძალიან  მნიშვნელოვანი თამაში  იყო  ჩვენთვის    მეტოქე  ძლიერი  აღმნოჩნდა,   ძალიან  დიდი  სურვილი   გვქონდა  სამი ქულის  აღების,  თუმცა  ვერ მოვახერხეთ,  გვქონდა  გუნდში  სერიოზული დანაკლისი , ტრამვის  გამო   ვერ  გვეხმარებოდა რამდენიმე  მნიშვნელოვანი  მოთამაშე  რაც  მარცხის  მიზეზი   გახდა.“

 გოგა  მამარდაშვილი, ევროპაბეთი: „მნიშვნელოვანი  სამი  ქულა  მოვიპოვეთ   საკმაოდ  ძლიერ  მეტოქესთან,  პირველ  ტაიმში  ვჯობნიდით  მოწინააღმდეგეს, თუმცა  გაუგებარი  გოლი  გაგვივიდა, ალბათ  მობილიზება  დაგვაკლდა  იმ  კონკრეტულ  მომენტში.    მინდა  წარმატება  ვუსურვო  მეტოქეს.“  



  © SBM, 2016-2024