ინსტამ დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ. სეზონის მესამე ტურის მატჩები მიმდინარეობს. ბრინჯაოს ლიგის შეხვედრაში ინსტა ტერაბანკს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. შეხვედრის პირველი გოლი ინსტამ გაიტანა, წონასწორობა ტერაბანკმა მალევე აღადგინა, თუმცა მეორე ნახევრის მიწურულს ინსტას ფეხბურთელებმა ორჯერ შეძლეს თავის გამოჩენა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ბექა ბიტარაშვილი, ტერაბანკი: „მეტოქე ძლიერი გვყავდა არ ველოდებოდით მსგავს თამაშს, თუმცა გვაჯობეს, რადგან ჩვენზე მეტი ენთუზიაზმი და მონდომება ჰქონდათ , ორივე თანაბარი ძალის გუნდები ვართ. ჩვენ წინა ორი თამაში დამაჯერებლად მოვიგეთ დღეს კი ეს ვეღარ შევძელით, მინდა მივულოცო მოწინააღმდეგეს.“
დავით გოგსაძე, ინსტა: „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ მოთამაშეს, გულშემატკივარს და მოწინააღმდეგე გუნდს, რაც შეეხება თამაშს თავიდანვე ისე გვქონდა გათვლილი რომ სივრცეები უნდა შეგვეზღუდა, ჩვენმა თავდამსხმელმაც კარგად შეასრულა მწვრთნელის დავალება და შედეგი დავდეთ, არ არის მარტივი პირველ ადგილოსან გუნდთან თამაშის მოგება.“
სათამაშო დღემ სტარტი ბრინჯაოს ლიგის შეხვედრებით აიღო და ოქროს ლიგის მატჩებით გაგრძელდა. დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბაქსვუდი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდა, მატჩი ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონის ბაქსვუდის გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
დღის სხვა შეხვედრებში საქართველოს ფოსტა არმიას დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა, ბრინჯაოს ლიგის პირველ შეხვედრაში დელუქსმა ნაბეღლავი 3:2 დაამარცხა, მ2 ბილტმორთან 2:6 დამარცხდა. პატრულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 4:2 მოუგო, ნატახტარმა gwp-სთან 2:1იმარჯვა. ხალიკ ბანკი კროკობეთთან 0:3 დამარცხდა, პსპ-მ კი ვითიბი ბანკს 6:1 მოუგო.