ბაქსვუდმა სფფ დამაჯერებლად დაამარცხა

ყველა სიახლე
24 დეკემბერი 2017

ბაქსვუდმა სფფ დამაჯერებლად დაამარცხა

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის  2017/18 წწ.  სეზონის   მესამე  ტურის  შეხვედრები მიმდინარეობს,  ტურმა  სტარტი  ბრინჯაოს  ლიგის  შეხვედრებით  აიღო  და  ოქროს  ლიგის მატჩებით  გაგრძელდა. ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში ერთმანეთს  ბაქსვუდი და   საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაცია  დაუპირისპირდა, მატჩი   ოქროს ლიგის  მოქმედი  ჩემპიონის  ბაქსვუდის  გამარჯვებით  4:0 დასრულდა. გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  დუბლი ალიკ  სარქისიანმა  და  ლადო ასათიანმა  გაიფორმა.

დღის  სხვა  შეხვედრებში  საქართველოს  ფოსტა  არმიას დაუპირისპირდა  და   ფრედ  0:0 ითამაშა,   ბრინჯაოს ლიგის  პირველ  შეხვედრაში   დელუქსმა  ნაბეღლავი 3:2 დაამარცხა, მ2 ბილტმორთან  2:6 დამარცხდა. პატრულმა   თბილისის  სატრანსპორტო  კომპანიას 4:2 მოუგო, ნატახტარმა gwp-სთან  2:1იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ლადო ასათიანი, ბაქსვუდი: „ შეხვედრის  პირველი  ნახევარი  თანაბარ ბრძოლაში  მიმდინარეობდა, რაც  შეეხება  მეორე   ნახევარს  ვაჯობეთ  მეტოქეს  მომენტები  გამოვიყენეთ  და  შესაბამისად  გავიმარჯვეთ,  ისეთ  ფეხბურთელებთან   თამაში როგორიც  იაშვილი და  ამისულაშვილია  არ  არის  მარტივი.შესაბამისად   რთული  თამაში  იყო!“



  © SBM, 2016-2024