ოქროს ლიგის III ტური დაძაბული მატჩით დაიწყო
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს, ტურმა სტარტი ბრინჯაოს ლიგის თამაშებით აიღო და ოქროს ლიგის მატჩებით გაგრძელდა. არგასული გოლების მიუხედავად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა საქართველოს ფოსტასა და არმიას შორის 0:0. ბრინჯაოს ლიგის პირველ შეხვედრაში დელუქსმა ნაბეღლავი 3:2 დაამარცხა, მ2 ბილტმორთან 2:6 დამარცხდა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ბაქსვუდსა და სფფ-ს შორის გაიმართება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გიგა ბერაია, არმია: „ ძალიან კარგი თამაში იყო, ორივე გუნდი მობილიზებულები ვიყავით, ვიბრძოლეთ, შეხვედრაში იყო ზედმეტი ემოციები, იყო წითელი ბარათიც ჩვენი გუნდის რიგებში, ჩემი აზრით ეს ყველაფერი ზედმეტი ემოციების ბრალი იყო.“
ამირან ლომსაძე, საქართველოს ფოსტა: „ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა სანახაობრივად ძალიან საინტერესეო თამაში გამოდგა და მგონია, რომ მოსულმა გულშემატკივარმა ისიამოვნა. ვეცდებით მომავალში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.“