V ტური აგორა-თბილისის დაპირისპირებით დასრულდა
ყველა სიახლე23 დეკემბერი 2017
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის მეხუთე ტური აგორა თბილისის მატჩით დასრულდა. შეხვედრაში აგორამ მოწინააღმდეგეს 2:0 აჯობა. ანგარიში აგორას მოთამაშემ ჯანო გორგაიამ მატჩის 19-ე წუთზე გახსნა. 23 -ე წუთზე კი ნიკა ბუგიაშვილმა ანგარიშის სხვაობა გაზარდა. თბილისს კი მატჩის გადასარჩენათ ძალები არ ეყო.
Sbm.ge მატჩის საუკეთესო მოთამაშეებს გაესაუბრა
ვიქტორი ტატიშვილი, აგორა: „კარგი თამაში იყო, ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, გვქონდა დანაკლისი თუმცა შევძელით გამარჯვება, მადლობა მინდა გადავუხადო, გულშემატკივარს და მოწინააღმდეგეს. ვეცდებით რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.“
ბაკურ სანიკიძე, თბილისი: „ კარგი, სანახაობრივი და დაძაბული თამაში გამოვიდა, თუმცა იღბალი ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა, არ გაგვიმართლა რიგ მომენტებში, ვულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას და ვეცდებით გავიმარჯვოთ დანარჩენ შეხვედრებში.“
ტურის პირველ შეხვედრაში ტატიშვილმა წყლატუბოს 10:1 მოუგო, ბსუმ აფხაზეთს 5:3 სძლია, თელასი კოლხთან 2:3 დამარცხდა.
ფუტსალის ლიგა მეექვსე ტურით 26 იანვარს განახლდება!