ჩემპიონი დებიუტანტთან დამარცხდა!

ყველა სიახლე
22 დეკემბერი 2017

ჩემპიონი დებიუტანტთან  დამარცხდა!

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/18  წლების სეზონის  მეხუთე  ტურის  ცენტრალურ  მატჩში მიმიდინარე  გათამაშების  მთავარი  სენსაცია  დაფიქსირდა. კოლხმა  თელასი  3:2 დაამარცხა.  საქართველოს  მოქმედმა  ჩემპიონმა  სტუ- თელასმა  ლიგის  წაუგებელი   მატჩების  სერია  დებიუტანტ  კოლხთან  დათმო და  მიმდინარე  ჩემპიონატის ერთპიროვნული  ლიდერობაც  დაკარგა. კოლხი გულრიფში  მეტოქეზე  მთელი  მატჩის  განმავლობაში  დომინირებდა,  დებიუტანტებმა  მატჩის  პირველ  ნახევარში  სწრაფი  კონტრშეტევებით   სამი  გოლის  გატანა  შეძლო, თამაშის მეორე   ნახევრის  ბოლო  წუთებზე თელასმა   ძალების  მობილიზება  და ანგარიშის  სხვაობის შეამცირება მოახერხა, თუმცა გასათანაბრებლად  ძალები  არ  ეყო.   

 მიმდინარე  ტურმა  სტარტი  ქუთაისში წყალტუბოსა  და  ტატიშვილის  დაპირისპირებით (1:10)  აიღო,  დედაქალაქში  ბსუ- აფხაზეთის  მატჩით (5:3)  გაგრძელდა. აღნიშნული  ტური  აგორა- თბილისის   დაპირისპირებით 23  დეკემბერს   დასრულდება. 

 იხილეთ  მატჩის  შემდგომი  კომენტარები

 კარლო წვერავა,  თელასი: "  პირველი  ტაიმი  ძალიან  ცუდი  თამაში  ვითამაშეთ   მწვრთნელის  ვერცერთი  დავალება   ვერ  შევასრულეთ   და  დავისაჯეთ  კიდევაც.   პირველი ნახევრის  შემდეგ  ფორა  ძალიან  დიდი  იყო   მეორე  ნახევარში  თამაშის  ბედის  ჩვენს  სასარგებლოდ  გადარჩენა   ვერ შევძელით.  მეტოქემ ძალიან  კარგად  ითამაშა    მაქსიმუმი აჩვენა  და  დამსახურებულადაც  გაიმარჯვა."

 დიმიტრი ანდღულაძე,  კოლხი: " როგორც  ველოდით  ძალიან  დაძაბული  თამაში  იყო.  თელასი  ძალიან  ძლიერი  გუნდია  ჩვენ  დებიუტანტები  ვართ   ძალიან  რთული  იყო   ჩემპიონებთან  თამაში  მაგრამ   სწორმა  ვარჯიშმა სწორმა  მომზადებამ  გამოიღო  შედეგი  და  მწვრთნელის  დავალება  შევასრულეთ.  ბოლო  წუთებზე  მობილიზება  დაგვაკლდა  და  რამდენიმე   შეცდომა  დავუშვით   რის   ხარჯზეც   ორი  გოლი  გაგვიტანა  თელასმა  თუმცა  საბოლოოდ  მოგება  მოვახერხეთ."

 



  © SBM, 2016-2024