ქუთაისში ლიდერმა დამაჯერებლად იმარჯვა
ყველა სიახლე19 დეკემბერი 2017
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის V ტურმა სტარტი ქუთაისში აიღო, წყალტუბომ საშინაო შეხვედრაში ტატიშვილს უმასპინძლა.როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი ტატიშვილის უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 10:1 დასრულდა.
V ტური დედაქალაქში 22 დეკემბერს გაგრძელდება, ბსუ(ბთ) აფხაზეთს შეხვდება, ხოლო თელასი კოლხს დაუპირისპირდება.
იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
ვახტანგ კეკელია, ტატიშვილი: „კარგი თამაში გამოვიდა სტუმრად ვიყავით ჩამოსული, ვიბრძოლეთ ბიჭებმა დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ და მადლობა მინდა ვუთხრა მოწინააღმდეგეს და აქ მოსულ გულშემატკივარს, ჩემი გუნდელების დამსახურებით ნაყოფიერი მატჩი ჩავატარე.“