ნატახტარი-კსუ 3:3. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
17 დეკემბერი 2017

ნატახტარი-კსუ 3:3. მატჩის შემდგომი კომენტარები
ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/ 18 წწ სეზონის  მესამე   ტურმა   სტარტი თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში აიღო. დღის  მორიგ შეხვედრაში ფრედ  3:3  ითამაშა  ნატახტარმა  კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტთან. შეხვედრის  განმავლობაში   კსუ ლიდერობდა  თუმცა   მატჩის  ბოლო  წუთებზე  ნატახტარმა  ჯერ  სხვაობის  შემცირება  ხოლო  შემდეგ  ანგარიშის  გათანაბრება  შეძლო 3:3. 
ტურის  ცენტრალურ შეხვედრაში   ლიბერთი ბანკი RS-ს  დაუპირიპირდა დაძაბულ და  სანახაობრივ მატჩში ლიბერთიმ  მეტოქე  2:1   დაამარცხა.  
 ტურის  პირველი შეხვედრა   ეთასა და  ჯეოჰოლდინგს  შორის  ჩატარდა,   ჯეოჰოლდინგმა  მეტოქე  2:4 დაამარცხა.   ავერსმა   თბილისის მერიას 3:0 მოუგო, ელიტა  ბურჯმა  ენერგო-პროს  2:1  სძლია.  პსპ-მ  აჭარა  5:1, GFF- მა  თელავი  6:2, საქართველოს  ბანკმა  სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახური 1:0, ხოლო  თსუ-ჰიუნდაიმ იმედი  5:1 დაამარცხა.  
  იხილეთ მატჩის  შემდგომი  კომენტარები
გიორგი  ყაზარაშვილი, ნატახტარი: “ძალიან  დაძაბული შეხვედრა  გამოდგა   სულ  რაღაც  სამი  თური  ჩატარდა  და   ეტყობა  ტურნირს  რომ  ყველა  გუნდი  ძლიერია  და   ყველას  აქვს  შანსი.   დიდი  მადლობა   ბიჭებს, კარგი მეტოქეები  იყვნენ, მადლობა  ჩემს   ბიჭებს  და  ძალიან კარგი ჩემპიონატი  გველოდება.“
 ირაკლი ჯანხოთელი, კსუ: „ კარგი თამაში  იყო  რისთვისაც  მეტოქეს  მადლობას  გადავუხდი  მეტოქეს  წარმატებებს  ვუსურვებ,  ჩვენი შეცდომების  ხარჯზე  მატჩი  ფრედ  დამთავრდა, მთელი  მატჩი  ვლიდერობდით,  თუმცა   ბოლო  წუთ  ნახევარში  დავუზავდით მეტოქეს.  წარმატებებს  ვუსურვებ  მოწინააღმდეგეს.“ 
 
 


  © SBM, 2016-2024