ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის III ტურის ცენტრალურ მატჩში ლიბერთიმ RS დაამარცხა

ყველა სიახლე
17 დეკემბერი 2017

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის III ტურის ცენტრალურ მატჩში ლიბერთიმ RS დაამარცხა
ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/ 18 წწ სეზონის  მესამე   ტურმა   სტარტი თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში აიღო. ტურის  ცენტრალურ შეხვედრაში ლიბერთი ბანკი RS-ს  დაუპირიპირდა  და დაძაბულ და  სანახაობრივ მატჩში 2:1 დაამარცხა.  შეხვედრის  პირველი ნახევარი  გატანილი  გოლების  გარეშე  დასრულდა,   მატჩის  25-ე  წუთზე  ნიკა  ფანცულაიამ ლიბერთი  ბანკი დააწინაურა, 28-ე  წუთზე კი ლაშა გურგენიძემ უპირატესობა გაზარდა.35-ე  წუთზე   დავით  მეკოკიშვილმა  ანგარიშის სხვაობა  შეამცირა 2:1.  მატჩის  ბოლო  წუთს ლიბერთი ბანკის კარში 7  მეტრიანი დარტყმა  დაინიშნა, რომელიც  მეკარემ  მოიგერია. 
ტურის  პირველი შეხვედრა   ეთასა და  ჯეოჰოლდინგს  შორის  ჩატარდა,   ჯეოჰოლდინგმა  მეტოქე  2:4 დაამარცხა. ავერსმა თბილისის მერიას 3:0 მოუგო, ელიტა  ბურჯმა  ენერგო-პროს  2:1  სძლია.  პსპ-მ  აჭარა  5:1,  GFF- მა  თელავი  6:2, ხოლო  საქართველოს  ბანკმა SSPS-ი 1:0   დაამარცხა.  
იხილეთ მატჩის  შემდგომი  კომენტარები
დავით  მეკოკიშვილი, RS: “დაძაბული თამაში იყო,  ბოლო წუთს  არ  გაგვიმართლა  და  დანიშნული პენალი   ვერ  გავიტენეთ,  მეკარემ  მოიგერია და  დააწინაურა  გუნდი.  სამწუხაროდ   დავმარცხდით,  თუმცა   ვეცდებით,  მოვემზადოთ და   შემდეგ შეხვედრებში  ჩვენი შესაძლებლობები   ვაჩვენოთ.”
ნიკოლოზ  მუშკუდიანი, ლიბერთი  ბანკი : „ლამაზი  და  დაძაბული  მატჩი იყო ორხმრივ შეტევებში მიდიოდა, ჩვენმა  ბიჭებმა   გამოიჩინეს  მონდომება  და   შევძელით შემოსავლების  სამსახურის   დამარცხება.  რაც შეეხება  ჩემს  მიერ  მოგერიებულ  პენალს  ,  საფეხბურთო  ლატარეაა  და  მოწინააღმდეგე  გუნდის ფეხბურთელს  არ  გაუმართლა.“
 


  © SBM, 2016-2024