ავერსი-თბილისის მერია 3:0. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
17 დეკემბერი 2017

ავერსი-თბილისის მერია 3:0. მატჩის შემდგომი კომენტარები
ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/ 18 წწ სეზონის  მესამე   ტურმა   სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო.  ტურის  პირველი შეხვედრა   ეთასა და  ჯეოჰოლდინგს  შორის  ჩატარდა, რომელშიც   ჯეოჰოლდინგმა  მეტოქე  2:4 დაამარცხა.   მორიგ შეხვედრაში ავერსი  თბილისის მერიას დაუპირისპირდა.   საინტერესო  და  დაძაბულ  მატჩში  ავერსმა  მერია  3:0 დაამარცხა.  პირველი ნახევარი  გატანილი  გოლების  გარეშე   დასრულდა,  თუმცა  ავერსმა    მეორე  ნახევრიდან   უპირატესობის  მოპოვება  შეძლო და   მეტოქეს  სამი გატანილი ბურთით  აჯობა. 
 
  იხილეთ მატჩის  შემდგომი  კომენტარები
 
 ირაკლი  ბურჭულაძე, ავერსი: „ რთული თამაში გამოვიდა ,  პირველი ნახევარი, 0:0 დასრულდა.  ბევრი  მომენტი  იყო,  უპირატესობა  ჩვენს  გუნდს  ჰქონდა, თუმცა  მეტოქე  თავს  კარგად  იცავდა.  მეორე   ტაიმში შევცვალეთ  ტაქტიკა   ბიჭების  მონდომებით და   მოწინააღმდეგის   ფიზიკურად  დაჯაბნის  ხარჯზე კი მოვახერხეთ  გამარჯვება, წარმატებას  ვუსურვებ  ჩვენს  მეტოქეს  შემდეგ თამაშებში. 
 


  © SBM, 2016-2024