მოპოვებული და დაკარგული ქულები საფეხბურთო თრილერში
ყველა სიახლე15 დეკემბერი 2017
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის IV ტურმა. მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს კოლხი და აგორა დაუპირისპირდნენ. დაძაბული დაპირისპირება ფრედ 4-4 დასრულდა. აგორამ ქულის გადარჩენა რამდენიმე წამით ადრე შეძლო.
დღის სხვა შეხვედრებში თბილისი ბსუ-ს დაუპირისპირდა მატჩი თბილისის გამარჯვებით 7:4 დასრულდა. ტურის პირველი შეხვედრაში წყალტუბომ აფხაზეთს 2:1 მოუგო.
იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
გიორგი ნადირაძე, კოლხი: „ დაძაბული შეხვედრა იყო, მეტოქეს არაორდინალური ტაქტიკა შევთავაზეთ რამაც შედეგი გამოიღო და წინ გავედით, მაგრამ გამოცდილი გუნდია აგორა და გამოცდილებამ ალბათ თავისი გააკეთა, ბოლო წუთზე გაგვიტანეს გოლი. მე ვფიქრობ ეს ქულა მონაპოვარი იყო და არაორი ქულის დანაკარგი.“
დავით ბობოხიძე, აგორა: „ როგორც ველოდებოდით დაძაბული შეხვედრა იყო, ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა კოლხის სახით, როდესაც შეხვედრაში ძალების მობილიზებას მოახერხებ და ორ ბურთიან უპირატესობას გაათანაბრებ შედეგით კმაყოფილი უნდა იყო. უკეთესად მოვემზადებიტ შემდეგი თამაშებისთვის და ვეცდბი უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.“