GWP-ბაქსვუდი 2:3.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2017

GWP-ბაქსვუდი 2:3.მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ოქროს  ლიგის  2017/18 წწ სეზონის  მეორე  ტურის  შეხვედრები  მიმდინარეობს.  დღის  ყველაზე დინამიური  , დაძაბული და  სანახაობრივი მატჩი  GWP-სა და  ბაქსვუდს შორის შედგა.  შეხვედრის  პირველივე  წუთებიდან ბაქსვუდი  დომინირებდა, რომელმაც მეტოქეს შეხვედრის  პირველ პერიოდში  ორი  გოლი  გაუტანა. მატჩის  26-ე  წუთზე   GWP-მ    სხვაობის  შემცირება   შესძლო  39-ე წუთზე  კი   გაათანაბრა. შეხვედრის  ბოლო  წუთის   ბოლო  წამს  კი ბაქსვუდის  მოთამაშემ  გიორგი ახლანძემ გოლის  გატანა  მოახერხა. საბოლოო ანგარიში  3:2  ბაქსვუდის  სასარგებლოდ.  
ოქროს  ლიგის მეორე  ტურის  პირველი და  დღის ცენტრალური  შეხვედრა   სფფ-სა და   პატრულს  შორის  ჩატარდა.  დაძაბული  და  საინტერესო  მატჩი   ფრედ  3:3  დასრულდა.   ფეხბურთის  ფედერაციის  რიგებიდან  პირველი გოლი   ალექსანდრე  ამისულაშვილმა  გაიტანა  დუბლი  კი   ალექსანდრე  იაშვილმა  შეასრულა.  პატრულის  გუნდს  გოლებით   გიორგი ჭანტურია,  რევაზ ინჯგია და  ლაშა ცხაკაია  დაეხმარა.  დღეს  ასევე   თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში   ბრინჯაოს  ლიგის   შეხვედრები   ჩატარდა. 
ტერაბანკსა და  ხალიკბანკს  შორის  საბანკო დერბი  ტერაბანკის  გამარჯვებით  3:2  დასრულდა.   უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ნაბეღლავსა  და  კრედოს  შორის,  რომელიც   ფინანსისტების გამარჯვებით  6:1  დასრულდა.    დღის  პირველ  შეხვედრაში   კროკობეთი  დელუქსს დაუპირისპირდა  მატჩი კროკობეთის  გამარჯვებით  2:1  დასრულდა.  
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მაკგილმა  მ2-თან. უხვგოლიან შეხვედრაში   იურისტებმა  9:3  აჯობა  მეტოქეს.  5:4  მოიგო ინსტამ   ბილტმორთან.   
Sbm.ge იხილეთ  მატჩის  შემდგომი კომენტარები
 
 გიორგი ახლანძე, ბაქსვუდი: „ დიდი მადლობა   ჩვენს  მოწინააღმდეგეს   ძლიერი  მეტოქე  იყო და  დიდი  პატივია  მსგავს  მოწინააღმდეგებთან   თამაში.   ძალიან  დაძაბული  თამაში იყო, 50/50 იყო თამაში.  გვქონდა  შეცდომები   მაგრამ  საბოლოოდ   მაინც   ავიღეთ  სამი  ქულა. ჩვენი  მიზანია  რომ  წინდაწინ  ვიაროთ  და  ვეცდებით   გავძლიერდეთ  და  განვითარდეთ.“
 


  © SBM, 2016-2024