სფფ-პატრული 3:3.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2017

სფფ-პატრული 3:3.მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ოქროს  ლიგის  2017/18 წწ სეზონის  მეორე  ტურის  შეხვედრები  მიმდინარეობს. ოქროს  ლიგის მეორე  ტურის  პირველი და  დღის ცენტრალური  შეხვედრა   სფფ-სა და   პატრულს  შორის  ჩატარდა.  დაძაბული  და  საინტერესო  მატჩი   ფრედ  3:3  დასრულდა.   ფეხბურთის  ფედერაციის  რიგებიდან  პირველი გოლი   ალექსანდრე  ამისულაშვილმა  გაიტანა  დუბლი  კი   ალექსანდრე  იაშვილმა  შეასრულა.  პატრულის  გუნდს  გოლებით   გიორგი ჭანტურია,  რევაზ ინჯგია და  ლაშა ცხაკაია  დაეხმარა.  დღეს  ასევე   თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში   ბრინჯაოს  ლიგის   შეხვედრები   ჩატარდა. 
ტერაბანკსა და  ხალიკბანკს  შორის  საბანკო დერბი  ტერაბანკის  გამარჯვებით  3:2  დასრულდა.   უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ნაბეღლავსა  და  კრედოს  შორის,  რომელიც   ფინანსისტების გამარჯვებით  6:1  დასრულდა.  დღის  პირველ  შეხვედრაში   კროკობეთი  დელუქსს დაუპირისპირდა  მატჩი კროკობეთის  გამარჯვებით  2:1  დასრულდა.  
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მაკგილმა  მ2-თან. უხვგოლიან შეხვედრაში   იურისტებმა  9:3  აჯობა  მეტოქეს.  5:4  მოიგო ინსტამ   ბილტმორთან.   
Sbm.ge იხილეთ  მატჩის  შემდგომი კომენტარები
გიორგი ჭანტურია, პატრული: „ყოველთვის  რთულია  ფეხბურთის  ფედერაციასთან,  კობიაშვილის  იაშვილის  და   სხვების  წინააღმდეგ თამაში, ჩვენი  დავალება  დაცვაში  მჭიდროდ თამაში ვერ შევასრულეთ   რადგან  სამი  ბურთი გავუშვით  და  მივეცით  საშუალება  მათი ძლიერი  მხარეები წარმოეჩინათ.  სფფ-ი ლიგის   ერთ-ერთი  ფავორიტია .
ალექსანდრე  ამისულაშვილი,  სფფ: „ძალიან  საინტერესო თამაში  იყო  მეტოქეც ძლიერი  გვყავდა  რაც   ანგარიშზეც აისახა  3:3.   ვთვლი  რომ  ვიმსახურებდით  გამარჯვებას  მაგრამ არაუშავს,   ლოგიკური  შედეგი დაფიქსირდა. მეტოქე ჩვენთან  შედარებით   უფრო მოძრავი  გუნდია   თუმცა   ჩვენ   კლასის   ხარჯზე  ვაჯობეთ.“
 

 



  © SBM, 2016-2024