ტერაბანკი-ხალიკ ბანკი 3:2.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2017

ტერაბანკი-ხალიკ ბანკი 3:2.მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბრინჯაოს  ლიგის  2017/18 წწ სეზონის  მეორე  ტურის  შეხვედრები  მიმდინარეობს. დაძაბული  და  საინტერესო  მატჩი იყო  ტერაბანკსა და  ხალიკ ბანკს  შორის, საბანკო დერბი  ტერაბანკის  გამარჯვებით  3:2  დასრულდა.   უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ნაბეღლავსა  და  კრედოს  შორის,  რომელიც   ფინანსისტების გამარჯვებით  6:1  დასრულდა.    დღის  პირველ  შეხვედრაში   კროკობეთი  დელუქსს დაუპირისპირდა  მატჩი კროკობეთის  გამარჯვებით  2:1  დასრულდა.  
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მაკგილმა  მ2-თან. უხვგოლიან შეხვედრაში   იურისტებმა  9:3  აჯობა  მეტოქეს.  5:4  მოიგო ინსტამ   ბილტმორთან.   კონკრეტულ შეხვედრას  ინტრიგა  ბოლო  წუთამდე  ქონდა.  თუმცა   ინსტამ  დაცვითი თამაშის ხარჯზე   უპირატესობა  შეინარჩუნა  და  მეტოქეს ანგარიშის  გათანაბრების  საშუალება  არ მისცა. 
 
Sbm.ge იხილეთ  მატჩის  შემდგომი კომენტარები
 
გიორგი  მაისურაძე, ხალიკ  ბანკი: ძალიან  კარგი თამაში იყო,  პირველი ტაიმი  ვიგებდით  2:1  თუმცა  ვეღარ  შევინარჩუნეთ  უპირატესობა,  ბოლოში  დაღლავ  დაგვეტყო, მარცხის  მიზეზი  ჩემი აზრით  ფიზიკური  მომზადება,  მოწინააღმდეგემ  ბოლომდე იბრძოლა   და  მადლობას  გადავუხდი კარგი თამაშისთვის.
იური აბაშიძე, ტერაბანკი: “დაძაბული შეხვედრა   გამოდგა, ხალიკ ბანკს  პირველი  თამაში წაგებული ქონდა,  მოტივირებულები  იყვნენ  გამოსული   და  ამიტომ  გაგვიჭირდა,  გამომდინარე  იქედან რომ  პირველი თამაში   დიდი  ანგარიშთ  გვქონდა  მოგებული   მოტივაციის  პრობლემა  შეგვექმნა  და  მოშვებულები  გამოვედით  მოედანზე. თუმცა  გამარჯვება  მოვახერხეთ  და მინდა  მადლობა   გადავუხადო  მოწინააღმდეგეს.   
 


  © SBM, 2016-2024