დღევანდელი სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის შეხვედრებით დაიწყო

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2017

დღევანდელი სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის შეხვედრებით დაიწყო
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბრინჯაოს  ლიგის  2017/18 წწ სეზონის  მეორე  ტურის  შეხვედრები  მიმდინარეობს.   უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ნაბეღლავსა  და  კრედოს  შორის,  რომელიც   ფინანსისტების გამარჯვებით  6:1  დასრულდა.    დღის  პირველ  შეხვედრაში   კროკობეთი  დელუქსს დაუპირისპირდა  მატჩი კროკობეთის  გამარჯვებით  2:1  დასრულდა.  
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა MCGILL-მა   M2-თან. უხვგოლიან შეხვედრაში   იურისტებმა  9:3  აჯობა  მეტოქეს.  5:4  მოიგო ინსტამ  ბილტმორთან. კონკრეტულ შეხვედრას  ინტრიგა  ბოლო  წუთამდე  ქონდა, თუმცა  ინსტამ  დაცვითი თამაშის ხარჯზე   უპირატესობა  შეინარჩუნა  და  მეტოქეს ანგარიშის  გათანაბრების  საშუალება  არ მისცა.
  
Sbm.ge იხილეთ  მატჩის  შემდგომი კომენტარები
 
გიორგი იოსავა, კრედო: „ ანგარიშის მიუხედავად დაძაბული თამაში იყო, საბოლოოდ  კარგი თამაში გამოგვივიდა, ძალიან  კარგი  მოწინააღმდეგე  გვყავდა. ჩემი აზრით შეთამაშება   აკლია  ყველა  გუნდს, რადგან  საწყისი ტურებია, ჩემი აზრით დაახლოებით  ხუთი ტურის  შემდეგ გამოჩნდება  რომელ  გუნდს  რა  ძალა  აქვსს.“
ირაკლი  კიკვიძე,  ნაბეღლავი: „დაძაბული თამაში  იყო  ჩვენ  დებიუტანტები ვართ, სამწუხაროა  რომ  მეორე  თამაში  წავაგეთ, მაგრამ   გამომდინარე  იქედან,  რომ  ჩვენი  გუნდი  ბრძოლისუნარიანია  ალბათ  უკეთესს  შედეგს დავდებთ.  დიდი მადლობა  ბიჭებს , როგორც ჩვენი  გუნდიდან  ასევე  მოწინააღმდეგე  გუნდიდან.“  
 


  © SBM, 2016-2024