კოლხი-თბილისი 7:6. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2017

კოლხი-თბილისი 7:6. მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  საქართველოს  ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის   მესამე  ტურის  შეხვედრები მიმდინარეობს. დღის  მორიგ  შეხვედრაში   ერთმანეთს თბილისი  და  კოლხი-გულრიფში  დაუპირისპირდა, დაძაბულ  შეხვედრაში  გამარჯვება  კოლხმა  შესძლო ანგარიშით  7:6.    შეხვედრას პირველივე  წუთებიდან ბოლო წუთამდე ინტრიგა  ჰქონდა.  დღის  დარჩენილ  შეხვედრებში    წყალტუბო და  ბსუ-ს  დაუპირისპირდა, შეხვედრა  უნივერსიტეტელების  გამარჯვებით  9:2  დასრულდა.  ტურის პირველ  შეხვედრაში  საქართველოს  მოქმედი ჩემპიონი  სტუ-თელასი აფხაზეთს დაუპირისპირდა და  მეტოქე  7:2  დაამარცხა.  
 
Sbm.ge იხილეთ  მატჩის  შემდგომი კომენტარები
დავით  დარჩია, კოლხი: „დაძაბული მატჩის  მოლოდინი  გვქონდა  და  ასეც  იყო.  ჩვენმა  შრომამა  გაამართლა  და  სასურველ  შედეგს  მივაღწიეთ.  ეს  მოგება  მნიშვნელოვანი  იყო,  არასასურველი  შედეგით  დავიწყეთ  ლიგა. დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადო ჩემს  გუნდს  და  მოწინააღმდეგეს  ღირსეული  თამაშისთვის.“
 


  © SBM, 2016-2024