სტუ-თელასი- აფხაზეთი 7:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2017

სტუ-თელასი- აფხაზეთი 7:2. მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  საქართველოს  ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის   მესამე  ტურის  შეხვედრები   მიმდინარეობს.  დღის  პირველ შეხვედრაში ერთმანეთს  საქართველოს  მოქმედი ჩემპიონი  სტუ -თელასი და   აფხაზეთი დაუპირისპირდა,   შეხვედრის  პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით  მიმიდნარეობდა, თუმცა  მეორე  ნახევრის  მეორე  პერიოდიდან  თელასმა  დამაჯერებელი უპირატესობა  მოიპოვა  და  მეტოქე  7:2  დაამარცხა.  დღის  მომდევნო შეხვედრებში   წყალტუბო   ბსუ-ს, კოლხი გულრიფში კი  თბილისს დაუპირისპირდება.  ტურის ცენტრალური შეხვედრა აგორასა და  ტატიშვილს  შორის  გაიმართება, რომლის  პირდაპირ   ტრანსლაციას  სილკ უნივერსალი უზრუნველყოფს. მატჩი 21:00  დაიწყება.
 
Sbm.ge იხილეთ  მატჩის  შემდგომი კომენტარები
 
იოსებ  მამაგულაშვილი, აფხაზეთის მოთამაშე: „ ახალი შეკრებილი  გუნდები ვართ  და  გამოცდილების  პრობლემა  გვქვს,  შეუთამაშებელები ვართ   და   ამან გამოიწვია  მარცხიც,  კიდევ  პრობლემა  იყო  მომენტების  გამოუყენებლობა ჩვენ  რომ  ეს  მომენტები  გამოგვეყენებინა   თამაშის  სცენარი  შესაძლოა    შეცვლილიყო და  სხვა  ანგარიშით დამთავრებულიყო მატჩი.  
 ავთო ასათიანი, სტუ-თელასის  მოთამაშე-მწვრთნელი: „საკმაოდ  დაძაბული ლიგაა,  გუნდებმა  საკმაოდ  მოუმატეს. გამოკვეთილი ფავორიტი ჩემი აზრით  არ  ჰყავს  ეროვნულ  ჩემპიონატს, ეს რა  თქმა  უნდა  მაყურებლისთვისაა კარგი, რადგან  რაც  უფრო  დაძაბულია თამაში  მეტ სიამოვნებას  იღებს  მაყურებელი.“ 


  © SBM, 2016-2024