მატჩის დღე-საქართველოს ფუტსალის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება

ყველა სიახლე
04 დეკემბერი 2017

მატჩის დღე-საქართველოს ფუტსალის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება

4, 5 დეკემბერს  პოლონეთში, საქართველოს  ფუტსალის  ეროვნული ნაკრები  ამხანაგურ შეხვედრებს პოლონეთის  ეროვნულ  ნაკრებთან  ჩაატარებს. ჯვაროსნების  მეტოქე  ევროპის  ჩემპიონატის  მონაწილეა და  საკმაოდ  ძლიერი გუნდია.  ფუტსალის  ნაკრებისთვის  ეს  წლის  უკანასკნელი  შეხვედრებია.  გუნდს  დანაკლისის  აქვს, კახა მაისაიასა და გიორგი ნიშნიანიძის  სახით, თუმცა ეროვნულ გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ ნუკრი ჭუმბურიძე და ნიკოლოზ ზედელაშვილი დაუბრუნდნენ.  შეხვედრა  თბილისის  დროით  21:00 დაიწყება.  

sbm.ge  პოლონეთში საქართველოს  ფუტსალის  ნაკრების  მთავარ  მწვრთნელს  ავთანდილ  ასათიანს დაუკავშირდა. 

 ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის  ნაკრები მთავარი მწვრთნელი: "პოლონეთის  ნაკრები ძლიერი  გუნდია, ამაზე  ის ფაქტიც მეტყველებს  რომ  ეს  გუნდი  ევროპის  ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე თამაშობს, მათ უპირატესობა აქვთ, რადგან საკუთარ მოედანზე სავსე ტრიბუნების ფონზე თამაშობენ, მატჩის  ანგარიშს  დიდ  მნიშვნელობას  არ ვანიჭებთ,  ჩვენი  მიზანია  ეს  შეხვედრები  გამოვიყენოთ  მსოფლიო ჩემპიონატის  შესარჩევი ეტაპისთვის,  გამოვასწოროთ  ის  ხარვეზები  რაც ბოლო შეხვედრებში  დავუშვით და  მივცეთ ახალგაზრდებს  შანსი  წარმოაჩინონ  ნაკრებში საკუთარი თავი.

რაც  შეეხება   შემადგენლობას,  მინდა  გითხრათ  რომ  გუნდის  ძირითადი  ბირთვი  შენარჩუნებულია, ვერ  გვეხმარებიან კახა მაისაია და გიორგი ნიშნიანიძე, თუმცა  ნაკრებში  რამდენიმე  ხნიანი  პაუზის  შემდეგ  დაბრუნდნენ  ნუკრი ჭუმბურიზე და გიორგი ზედელაშვილი, ზედელაშვილი ძალიან  გამოცდილი მოთამაშეა  და  ის  ნაკრებს  ძალინ  გამოადგება."

ზვიად  კუპატაძე,  საქართველოს  ნაკრების მეკარე: "ვემზადებოდით  ორი ამხანაგური  მატჩისთვის,   ძლიერი  და  კარგი მეტოქე  გვაყვს, ასევე  გუნდში არიან  ახალგაზრდა მოთამააშეები, რომლებმაც  უნდა  დაამტკიცონ რომ  ნაკრებში  თამაშის  ღირსი არიან.  მე  დღევანდელ  შეხვედრას  არ ვთამაშობ,   ჩემს  ნაცვლად  ახალგაზრდა  მეკარე თორნიკე  ბუკია  ითამაშებს , მსოფლიო  ჩემპიონატის   შესარჩევ  ეტაპამდე  ბევრი  ამხანაგური თამაში  არ  გვაქვს,  შესაბამისად  მწვრთნელი   ამ  შეხვედრებს  იყენებს  და  ყველა  შესაძლებლობას განიხილავს.   მსოფლიო ჩემპიონატზე  მოხვედრა   მეტად  რთულია  ვიდრე  ევროპის  ჩემპიონატზე,მოგეხსენებათ,  რომ ევროპიდან  7 გუნდი  გადის,   ასე  რომ   თუ ჩვენ,  ჩვენი  ოცნების  ასრულება გვინდა , მსოფლიო და  ევროპის  ჩემპიონატის  ძირითად  ეტაპზე  თამაშის  სახით,  უნდა  გავაუმჯებოსოთ  თამაშის  ხარისხი,  რაც  შეეხება  ჩემს  თამაშს, სავარაუდოდ  5 დეკემბერს  ვითამაშებ."

 შეგახსენებთ, რომ საქართელოს ფუტსალის ნაკრებს  ევროპის  ჩემპიონატის  ძირითად ეტაპზე  მოსახვედრად  მცირედი დააკლდა, გადამწყვეთ შეხვედრაში  საქართველოს  ნაკრები   რუმინეთის  ეროვნულ  გუნდთან  ორი  მატჩის  ჯამში ( 2:2; 4:7) დამარცხდა.     



  © SBM, 2016-2024