სფფ-მაუდი 2:2. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მატჩები გაიმართა. სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა სფფ-სა და „მაუდს“ შორის. მატჩის პირველი გოლი „მაუდის“ მოთამაშემ გიორგი ახლანძემ გაიტანა. წონასწორობა მალევე კახი კალაძემ აღადგინა. „მაუდმა“ უპირატესობა ირაკლი ბურჭულაძის გოლით დაიბრუნა, საბოლოო წერტილი კი ლევან კობიაშვილმა კალაძის საგოლე გადაცემით დასვა 2:2.
ლევან კობიაშვილი, სფფ-ის ფეხბურთელი: „ ძალიან საინტერესო მატჩი იხილა მაყურებელმა, დაძაბული იყო ბოლო წამამდე, ამ შეხვედრას ფავორიტი არ ყოლია , თანაბარი გუნდები ვართ, მახარებს ყოველ ტურში მონდომება და მოტივაცია რაც გუნდებს აქვს, ეს ხარისხსაც წევს და ლიგას საინტერესოსაც ხდის. გვიჭირს მოგება მიუხედავად იმისა რომ ყოფილი ფეხბურთელები ვართ.“ რამოდენიმე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გვაკლდა და შედეგზეც რაღაც გავლენა იქონია.“
ერეკლე ლომიძე,მაუდის მოთამაშე: „მსგავს ავტორიტეტებთან თამაშის დროს ყოველთვის არის ერთი გადამწყვეტი მომენტი, იმ მომენტში როდესაც 1:0 იყო, ჩვენ რომ მეორე გოლი გაგვეტანა ჩემი აზრით ამ თამაშს ჩვენს სასიკეთოთ დავასრულებდით. თუმცა ფრით კმაყოფილი ვარ და ჩემი აზრით ლოგიკური შედეგი იყო.“