კსუ-თსუ/ჰიუნდაი 2:4. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2017

კსუ-თსუ/ჰიუნდაი 2:4. მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის  მატჩები  მიმდინარეობს,  მეორე  ტურის  ცენტრალური  შეხვედრა   თსუ-ჰიუნდაისა და  კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტს  შორის  გაიმართა,  „უნივერსიტეტული დერბი“   თსუ- ჰიუნდაის  გამარჯვებით 4:2  დასრულდა.  კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი შეხვედრის  განმავლობაში  ორჯერ  დომინირებდა,  თუმცა  საბოლოოდ თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტმა უპირატესობის  მოპოვება  შეძლო.
  აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდნენ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ვებ-გვერდ sbm.ge-ს მომხმარებელმა გამოავლინა. სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთ თვიანი ვაუჩერის მფლობელი კსუ-ს მეკარე, დათა ფარაჯანაშვილი გახდა. ხოლო ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო, შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელი იასონ ხუნდაძე, რომელსაც JOMA-ს სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.
დავით  ბობოხიძე, თსუ-ჰიუნდაი-ს მწვრთნელი: „როგორც  ველოდით  საკმაოდ  მძიმე  თამაში  გამოდგა, კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი ძალიან  კარგი  გუნდია.  ორჯერ  მიყვადა  თამაში  ჩვენს  მოწინააღმდეგეს,  ერთგვარი  ნერვების  თამაში  იყო.  მიხარია,  რომ  დაგეგმილი  სამი  ქულა  ავიღეთ  პირველი  გამარჯვება  იყო  მიმდინარე  სეზონში  და  ორმაგად  სასიხარულოა.“ 
 მერაბ  ბოლოთაშვილი, კსუ-ს  მოთამაშე: “კმაყოფილი  ვერ  ვიქნებით  დღევანდელი თამაშით იმიტომ  რომ  დავმარცხდით  ,  პირველ  რიგში  მოწინააღმდეგეს  მინდა  წარმატება  ვუსურვო,  ჩვენ  შევეცდებით  რომ  შემდეგ  თამაშებში  უკეთ  ვიასპარეზოთ , ჩვენი  მიზანი  კი  პლეი-ოფში  თამაშია.“
 


  © SBM, 2016-2024