ლიბერთი ბანკი-საქართველოს ბანკი 2:1. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2017

ლიბერთი ბანკი-საქართველოს ბანკი 2:1. მატჩის შემდგომი კომენტარები
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს. ვერცხლის ლიგის მეორე  ტური  საბანკო დერბით  გაგრძელდა.  დაძაბულ და  საინტერესო  შეხვედრაში ლიბერთი  ბანკმა  საქართველოს  ბანკი  2:1  დაამარცხა.
შეხვედრის  სადებიუტო  გოლი  საქართველოს  ბანკის  მოთამაშემ  ირაკლი გამყრელიძემ  გაიტანა.  24-ე  წუთზე   თორნიკე  წინწკალაძემ   წონასწორობა  აღადგინა 1:1.  34-ე  წუთზე  კი უპირატესობის  მოპოვება  ნიკა  ფანცულაიამ  შეძლო  და  გამარჯვების  მომტანი გოლიც გაიტანა.  საქართველოს  ბანკს  ორჯერ  შეეძლო  ანგარიშის  გათანაბრება  თუმცა,   მათ  მიერ შესრულებული ორი ათმეტრიანი დარტყმა მეკარემ    მოიგერია. ვერცხლის  ლიგის  მეორე  ტურის  ბოლო შეხვედრა   19:00 დაიწყება,  თბილისის  მერია  RS-ს  დაუპირისპირდება. 
  
 Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს 
 
 ნიკოლოზ  მუშკუდიანი, ლიბერთი  ბანკის  მოთამაშე: „დაძაბული შეხვედრა  იყო  , წინა  სეზონში  ჩვენ  7:5 წავაგეთ  ამ  გუნდთან  და  ვეცადეთ  რომ  მოგვეგო,  მოვინდომეთ  ბიჭებმა,  ბედიც  ჩვენს  მხარეს  იყო  დღეს  და გავიმარჯვეთ, დიდი  მადლობა ჩემს  გუნდს,გულშემატკივრებს  და  მეტოქეს   ღირსეული თამაშისთვის.“
გელა აშორტია,  გუნდის  მენეჯერი: „როგორ  ყოველთვის  დაძაბული თამაში  იყო,  ღირსეულად  მოიგო  მოწინააღმდეგემ  და  მივულოცავ  ამ  გამარჯვებას,  დაგვაკლდა  რაღაც  და  წავაგეთ  ეს  თამაში  მეტი  მონდომების  ხარჯზე  მოიგო  მეტოქემ.   ვეცდებით  დაშვებული შეცდომები   შემდეგ თამაშებში  გამოვასწოროთ.  
 


  © SBM, 2016-2024