SSPS-ეთა 3:2.მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს ვერცხლის ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურმა დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა ეროვნული თავდაცვის აკადემიის დამარცხება ანგარიშით 3:2. მატჩის საწყის წუთებზე „ეთამ“ ანგარიში გაბრიელ წიკლაურის გოლით გახსნა. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე აკადემიამ უპირატესობა გაზარდა 2:0. მეორე ნახევარი SSPS-მა აქტიურად დაიწყო, ანგარიშის სხვაობის შემცირება ლაშა ბაკურაძემ მოახერხა, 32 წუთზე კი ნიკა ოთინაშვილმა წონასწორობა აღადგინა 2:2. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი გიორგი ქსოვრელმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეძლო. ტურის პირველი შეხვედრაში "ჯეოჰოლდინგი" "ელიტა ბურჯს" დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა, ხოლო ავერსმა ენერგო-პროს 2:1 მოუგო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
კახა ჭარელი, სსპს-ის მწვრთნელი: „ცუდად დავიწყეთ თამაში მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვება მოვახერხეთ, მეტოქე ძლიერი გვყავდა, ძალიან კარგი ბიჭები არიან, ნამდვილად გაგვიმართლა რომ მოვიგეთ ეს მატჩი. მორიგი მატჩი საქართველოს ბანკთან გვაქვს და რთული თამაში გვექნება რადგან ყველამ კარგად ვიცით რომ კარგი გუნდია.“
გიორგი ტუღუში, ეთა-ს მწვრთნელი:„ძალიან დაძაბული თამაში იყო, მოწინააღმდეგე შეთამაშებული გუნდია, ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენი გუნდი ახალი შექმნილია შესაბამისად შეუთამაშებლები ვართ ვიბრძოლებთ როგორც შეგვეძლო თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით.“