13 ნოემბერს კორპორატიული ლიგის II ტურის შეხვედრები გაიმართება

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2016

13 ნოემბერს კორპორატიული ლიგის II ტურის შეხვედრები გაიმართება

13 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის რიგით მეოთხე სათამაშო დღეს უმასპინძლებს. მეორე ტურის შეხვედრებს ამჯერად კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავლენ.  პირველ შეხვედრაში რომელიც 10:00 სთ-ზე დაიწყება ერთმანეთს ორი აუტსაიდერი, საქრუსენერგოსა და დომინოს პიცის გუნდები დაუპირისპირდებიან. მომდევნო დაპირისპირება ავერსსა და მინას შორის გაიმართება. თუკი ამ უკანასკნელმა შეძლო სტარტზევე სამი ქულის მოპოვება, „ფარმაცევტებს“ სადებიუტო „აქტივისთვის“ მოუწევთ ბრძოლა. ტური, ელიტა ბურჯისა და ბაქსვუდის თამაშით განახლდება. ამ შემთხვევაშიც გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან ერთმანეთს, ბაქსვუდს ზურგს პირველ ტურში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება უმაგრებს, ხოლო ლიგის დებიუტანტს პირველი ქულებისთვის მოუწევს გამოცდილ მეტოქესთან ჭიდილი. მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს თეთრი ქუდის და აჭარა ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან. სტარტი ორივე მათგანს შედეგიანი გამოუვიდა - „სოკოებმა“ სამი ქულის მოპოვება შეძლეს, ხოლო მეტოქემ ჩემპიონატი ერთი ქულით დაიწყო. მომდევნო სამ შეხვედრას ლიდერები ჩაატარებენ. „საბანკო დერბიში“ საქართველოს ბანკი ბანკ რესპუბლიკას დაუპირისპირდება, ლიბერთი ბანკი შემოსავლების სამსახურთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო ევროპაბეთის მეტოქე სავაჭრო ცენტრ „კუბიკის“ გუნდი იქნება.
 

13.11.2016. ვერცხლის ლიგა. II ტური

  • 10:00 საქრუსენერგო - დომინო’ს პიცა
  • 11:00 ავერსი - მინა
  • 12:00  ელიტა ბურჯი - ბაქსვუდი
  • 13:00 აჭარა ჯგუფი - თეთრი ქუდი
  • 14:00 ბანკი რესუბლიკა - საქართველოს ბანკი
  • 15:00 RS - ლიბერთი ბანკი
  • 16:00 კუბიკი - ევროპა ბეთი


სათამაშო დღე, ოქროს ლიგის და მთლიანად ტურის ცენტრალური შეხვედრით განახლდება, რომელშიც ერთმანეთს, მოქმედი ჩემპიონი, საპატრულო პოლიციისა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება.  მომდევნო დაპირისპირება თავდაცვის სამინისტროს გუნდ „სარანგსა“ და ვითიბი ბანკს შორის შედგება. ორივე მათგანმა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო და შესაბამისად უახლოეს ტურში შეეცდებიან განწყობისა და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას. პირველი ქულებისთვის იბრძოლებს თბილისის მერიის გუნდიც, რომელსაც მეტოქედ კორპორატიული ლიგის თასის მფლობელი, საქართველოს ფოსტა ეყოლება. 20:00 სთ-ზე კი კიდევ ერთი უაღრესად საინტერსო შეხვედრა დაიწყება. ლიგის დებიუტანტი და ერთ-ერთი ფავორიტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდი, ასევე უმთავრეს ფავორიტს, ნატახტარის გუნდს დაუპირისპირდება. სათამაშო დღეს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და Menu.ge-ს გუნდების შეხვედრა დაასრულებს.
 

13.11.2016. ოქროს ლიგა. II ტური

  • 17:00 პატრული - GWP
  • 18:00 სარანგი - ვითიბი ბანკი
  • 19:00 თბილისის მერია - საქართველოს ფოსტა
  • 20:00 ნატახტარი - სფფ-2
  • 21:00 Menu.ge – TTC

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024