მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი. 6:1. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე03 ნოემბერი 2017
3 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში , სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველმა ტურმა. სეზონი მოქმედი ჩემპიონის სტუ-თელასისა და ლიგის დებიუტანტის წყალტუბოს დაპირისპირებით გაიხსნა და ჩემპიონების გამარჯვებით 8:2 დასრულდა. ტურის მომდევნო შეხვედრა კოლხი -გულრიფშისა და აფხაზეთს შორის შედგა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს გასული სეზონის მესამე ადგილოსანი „თბილისი“ და ფინალისტი „ტატიშვილი“ გაეჯიბრა, შეხვედრაში ტატიშვილის გამაჯვებით 6:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით თავი ბექა ონიანმა და გიორგი სილაგავამ გამოიჩენეს, „თბილისის“ რიგებიდან გადატანილი ერთადერთი გოლის ავტორი კახაბერ გოგოხია გახდა.
წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
კახაბერ გოგოხია, თბილისი: „ ტატიშვილი ძლიერი გუნდია, ჩვენ ახლადშეკრებილი გუნდი ვართ. ვეცადეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ "ტატიშვილი" ჩვენზე ძლიერია და ეს შედეგზეც აისახა. წინა წელთან შედარებით სხვა გუნდი ვართ, ვეცდებით ის შედეგი შევინარჩუნოთ, სამომავლოდ ჩვენს გუნდს პოტენციალი აქვსს.“
ბექა ონიანი, მფკ ტატიშვილი: „ ტატიშვილი მეტად გაახალგაზრდავდა, ჩემთვის პასუხისმგებლობაა ამ გუნდში თამაში, კარგი მეტოქე გვყავდა. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, პირველი თამაში იყო და დაძაბულობა ახლდა. გუნდში ტრამვირებული მოთამაშეები გვყავს, საბოლოო ჯამში მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. ყველა მეტოქე დასაფასებელია, მაგრამ არიან მეტოქეები რომლებთანაც გაცილებით უფრო მძიმე თამაში გვექნება, ნელ-ნელა იზრდება ფუტსალის ლიგის ხარისხი და ჩვენც ვცდილობთ რომ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ."