კოლხი-გულრიფში-აფხაზეთი 3:3.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2017

კოლხი-გულრიფში-აფხაზეთი 3:3.მატჩის შემდგომი კომენტარები
3 ნოემბერს, თბილისის  სპორტის სასახლეში , სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველმა ტურმა.  სეზონი მოქმედი ჩემპიონის   სტუ-თელასისა  და ლიგის  დებიუტანტის   წყალტუბოს  დაპირისპირებით გაიხსნა და ჩემპიონების  გამარჯვებით  8:2  დასრულდა.  ტურის  მომდევნო  შეხვედრა   კოლხი -გულრიფშისა და   აფხაზეთს  შორის  შედგა,  მატჩი  ფრედ  3:3  დასრულდა.  
 
შეხვედრის  პირველი  გოლი  ამირან  ცხომარიამ  გაიტანა  და  კოლხი - გულრიფში  დააწინაურა , სამი  წუთის  შემდეგ  აფხაზეთმა  წონასწორობა ბექა მუმლაძის  გოლით  აღადგინა. 22-ე  მეორე  წუთზე  აფხაზეთი დაწინაურდა, ანგარიშის  გათანაბრება კი   მეტოქემ მალევე  შეძლო, ანგარიშის  სხვაობა  გაიზარდა   32-ე წუთზე, როდესაც ბექა  მამაგულაშვილმა  აფხაზეთი კვლავ დააწინაურა,  ხოლო   მატჩის  ბოლო  ბურთი  კოლხი - გულრიფშის ფეხბურთელმა დავით დარჩიამ  გაიტანა. საბოლოო ანგარიში  3:3.
 
 
წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
 
ამირან  ცხომარია,  კოლხი-გულრიფში: "ვიცოდით,  რომ დაძაბული თამაში  იქნებოდა, გამოვედით  მოსაგებად, ახალი გუნდი ვართ შეთამაშების  პრობლემა  გვაქვს,  ჩვენი მიზანია  პლეი-ოფში ვითამაშოთ, პირველი თამაში ძალიან  რთული იყო, თუმცა  კარგია  რომ არ წავაგეთ. ჩვენი მიზანი პლეი-ოფში  თამაშია.“ 
ბექა  მუმლაძე, აფხაზეთი: „ რთული თამაში იყო,  ჩვენ  ახალი შეკრებილი  გუნდი  ვართ და დიდი  პერსპექტივა  გვაქვს . პირველი თამაში იყო, მომავალში დარწმუნებული ვარ ბევრი გუნდისთვის არასასურველი მეტოქეები ვიქნებით.  ჩვენი გუნდის  მიზანი კი პლეი-ოფში თამაშია.“  
 


  © SBM, 2016-2024