სტუ-თელასი - წყალტუბო 8:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2017

სტუ-თელასი - წყალტუბო 8:2. მატჩის შემდგომი კომენტარები
3 ნოემბერს, თბილისის  სპორტის სასახლეში , სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველმა ტურმა.  სეზონი მოქმედი ჩემპიონის   სტუ-თელასისა  და ლიგის  დებიუტანტის   წყალტუბოს  დაპირისპირებით გაიხსნა და  ჩემპიონის  გამარჯვებით  8:2  დასრულდა.  "თელასის"  რიგებად ჰეთრიკი  ნუკრი  ჭუმბურიძემ  გაიფორმა,  დუბლი  კი  გიორგი სოზაშვილის  ანგარიშზეა. დებიუტანტებში  გოლის გატანა გიორგი თევზაძემ  და  ოთარ  გოგალაძემ  შეძლეს.  
 
 
წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი იიღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
 
ტურის ცენტრალური შეხვედრა, მფკ აგორასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირისპირება 21:00 სთ-ზე დაიწყება და გულშემატკივარს საშუალება ექნება ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სილკ უნივერსალის ეთერში იხილოს. ტურის სხვა შეხვედრების ინტერნეტ ლაივი, ვებ-გვერდ sbm.ge-ზე განხორციელდება.
 
sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს
 
ავთო ასათიანი, სტუ-თელასის მწვრთნელი: „ მარტივი გამარჯვება  არ ყოფილა  ტაბლოზე  დაწერილი რიცხვებით  არ  უნდა  ვიმსჯელოთ, ძალიან  ბევრი შეცდომები გვქონდა   სამწუხაროდ, ჩვენი  მიზანი  წელსაც  ჩემპიონობა  წინ  ძალიან რთული თამაშები გველოდება.  
 
 შოთა  თოფურია, სტუ-თელასი: „ წელსაც  ისევე  როგორც  შარშან  ჩვენი  მიზანი  ჩემპიონობაა  იმედია  მივაღწევთ.  მიმე  თამაში  გამოვიდა .  პირველი  ტური  იყო,  დანაკლისი  გვქონდა  ორი  ლიდერი  გვაკლდა, მაგრამ  დამსახურებულად  გავიმარჯვეთ.   რაც  შეეხება  მეტოქე  გუნდს  კარგი გუნდია,  კარგი  ბიჭები არიან  იბრძოლეს  და  წარმატებას  ვუსურვებ.“ 
 
თამაზ  გოგსაძე, წყალტუბო: " მივულოცავ  მოწინააღმდეგე  გუნდს  გამარჯვებას   დამსახურებულად  გაიმარჯვეს,  ძლიერი  მეტოქე  იყო, რაც  შეეხება  ჩვენს  გუნდს  ყველაფერს  გავაკეთებთ,  რომ  შემდეგ თამაშებში  უკეთესად  ვითამაშოთ და  გავაუმჯობესოთ  შედეგი,   ჩვენი  მთავარი  მიზანი ლიგაზე   ღირსეულად  გამოსვლა  და  პლეი-ოფში  თამაში.  
 

 



  © SBM, 2016-2024