ზაალ ჩიტალაძე:"წლევანდელი სეზონი ძალიან საინტერესო იქნება"

ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2017

ზაალ ჩიტალაძე:

31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.

ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება. 

sbm.ge  გთავაზობთ  კომენტარს

ზაალ  ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM დირექტორი:  „ ფუტსალის  ლიგის  გათამაშება  სტარტს   3  ნოემბერს  აიღებს,  ლიგაში  8  გუნდი  მონაწილეობს, რომლებიც  სამ  წრედ  ითამაშებენ. წლევანდელი  სეზონი ძალიან  საინტერესო  იქნება, ნაკრების  შემადგენლობა  რამდენიმე  გუნდში, გადანაწილებულია. ვისარგებლებ შემთხვევით  და  წარმატებებს  ვუსურვებ   მონაწილე  გუნდებს.“

 



  © SBM, 2016-2024